„მადლობა, ლელა, რომ გამომიყვანე სამწლიანი ჯოჯოხეთიდან!“ - რაში დაეხმარა მომღერალი მაიკო კაჭკაჭიშვილს
კომპოზიტორი, მაიკო კაჭკაჭიშვილი სოციალურ ქსელში ცხოვრების მძიმე პერიოდზე წერს.
„ეს სამი წელი მქონდა წარმოუდგენელი შიშები ექიმების (ფსიქიატრის გარდა ყველასი) შესაბამისად ვერავინ შეძლო ჩემი ექიმთან მიყვანა…
ძალა საერთოდ წამერთვა 10 ნაბიჯსაც ვეღარ გავდიოდი სახსრების ტკივილის გარეშე, ენით აღუწერელი უიმედობაა, დეპრესია, საშინელი შიშები!!!
სრული იზოლირება საზოგადოებისგან! და მოკლედ აღარ გავაგრძელებ. და რატომ არის ლელა წურწუმია მაგარი ადამიანი იცით? იმდენი მოახერხა რომ დავიწყე კვლევა და მივიღე პასუხები.
ფაქტიურად გამოფიტული ვყოფილვარ ყველაფრისგან რაც ადამიანს სიცოცხლის უნარს აძლევს!! გადამალახვინა შიშები ძალით და დაჟინებით გამომაძახებინა ლაბორატორია და დღეს დიდი იმედებით და ღიმილით გავიღვიძე კი ძალიან სამკურნალო ვარ ფაქტიურად ახალ წლამდე უნდა ვიმკურნალო, მაგრამ ის მაინც ვიცი რომ გამოუსწორებელი არაფერი მჭირს და ყველაფერი კარგად იქნება!
მადლობა ლელა რომ გამომიყვანე სამ წლიანი ჯოჯოხეთიდან! მიყვარხარ და მართლა მაგარი ადამიანი ხარ ღირსეული მერწყული. იმედზე კარგი გრძნობა არ არსებობს!!
ახლა ზუსტად გეუბნებით ცოტაც მაცადეთ და მართლა გავაკეთებ ყველაფერს ლამაზს თქვენთვის. მიყვარხართ.“,- წერს მაიკო კაჭკაჭიშვილი.
კომენტარი