სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დღეს გაკეთებული განცხადება სიცრუის მორიგი ტირაჟირებაა“

„არემჯი გოლდის“ იურიდიული დეპარტამენტის უფროსი ვახტანგ ფარესიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დღეს გაკეთებული განცხადების საპასუხოდ აცხადებს, რომ ყაჩაღიანის უბანზე უკვე რამდენიმე თვეა, მიმდინარეობს სრულმასშტაბიანი სამთო-მოპოვებითი სამუშაოები ლიცენზიისა და მოქმედი კანონმდებლობის სრული დაცვით.

"ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დღეს გაკეთებული განცხადება არის კომპანიის წინააღმდეგ მიმართული მორიგი პროვოკაცია და სიცრუის ტირაჟირება. კომპანია განმარტავს, რომ ყაჩაღიანის უბანზე უკვე რამდენიმე თვეა, მიმდინარეობს სრულმასშტაბიანი სამთო-მოპოვებითი სამუშაოები ლიცენზიისა და მოქმედი კანონმდებლობის სრული დაცვით. აქვე განვმარტავთ, რომ ყაჩაღიანის ობიექტი უკვე დიდი ხანია, რაც აღებულია და ნებისმიერი აპელირება იმის შესახებ, რომ ობიექტზე თითქოსდა ხდება კულტურული ფასეულობების განადგურება, არის საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მორიგი მცდელობა", - განაცხადა ფარესიშვილმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100