NDI-ის გამოკითხულთა უმეტესობა ყველაზე დადებითად ჯარის, ხოლო უარყოფითად პარლამენტის საქმიანობას აფასებს
NDI-ის გამოკითხულთა
უმეტესობა ყველაზე
დადებითად საქართველოს
ჯარის საქმიანობას
აფასებს. კითხვაზე,
როგორც შეაფასებდით,
გამოკითხულთა 6% ამბობს,
რომ ძალიან
კარგად, 48%- კარგად,
32%-საშუალოდ, 4%- ცუდად,
1%-ძალიან ცუდად.
გამოკითხულთა
8% იუსტიციის
სახლების საქმიანობას ძალიან კარგად აფასებს, 42%- კარგად, 31%-საშუალოდ, 5%-ცუდად, 1%- ძალიან ცუდად.
პოლიციის საქმიანობას გამოკითხულთა 4%
ძალიან კარგად აფასებს, 33%-კარგად, 43%- საშუალოდ, 13%- ცუდად, 2%- ძალიან ცუდად.
სახალხო დამცველის აპარატის საქმიანობას გამოკითხულთა 1%
ძალიან დადებითად აფასებს, 16%- კარგად, 44%-საშუალოდ, 10% -
ცუდად,
1%-ძალიან
ცუდად.
ცენტრალური
საარჩევნო
კომისიის საქმიანობას ძალიან კარგად გამოკითხულთა 1%
აფასებს.
13%-კარგად,
42%- საშუალოდ,
15%- ცუდად,
2%-ძალიან
ცუდად.
მთავარი პროკურატურის საქმიანობას ძალიან კარგად აფასებს გამოკითხულთა
1%, 10%- კარგად,
38%- საშუალოდ,
16%-ცუდად,
2%-ძალიან
ცუდად.
სასამართლოების
საქმიანობას
გამოკითხულთა
1% ძალიან
კარგად აფასებს, 10%- კარგად, 36%- საშუალოდ, 21%- ცუდად, 4%- ძალიან ცუდად.
პარლამენტის
საქმიანობას
1% ძალიან
კარგად აფასებს, 7%- კარგად, 47%- საშუალოდ, 27%- ცუდად, ხოლო 5%- ძალიან ცუდად.
კომენტარი