სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რიკოთის უღელტეხილზე მოძრაობა ცალმხრივად აღდგენილია

რიკოთის უღელტეხილზე მოძრაობა ცალმხრივად აღდგა.

ამ დროისთვის მხოლოდ დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ მოძრავი სატვირთო მანქანების გადაადგილებაა დასაშვები.

როგორც რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რამაზ ნიკოლაიშვილმა განაცხადა, იმ შემთხვევაში თუ დღესაც დიდი რაოდენობით ნალექი არ მოვიდა და გაწმენდითი სამუშაოების პროცესს ხელი არ შეუშალა, გზის ამ მონაკვეთზე მოძრაობა ხვალისთვის მთლიანად აღდგება.

რაც შეეხება დანარჩენ დაზიანებულ სოფლებს, ხაშურს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგა. სურამში კი 64 აბონენტს ელექტროენერგიის მიწოდება შეწყვეტილი აქვს, რომელიც დღის განმავლობაში აღდგება.

ენერგეტიკის მინისტრის ალექსანდრე ხეთაგურის თქმით, ამ დროისთვის ბუნებრივი აირის მიმწოდებელი დაზიანებული მილების შემოწმება მიმდინარეობს და მოსახლეობას გაზის მოწოდება დღის ბოლოსთვის ეტაპობრივად აღუდგება.

რაც შეეხებათ დაკარგულებს, შს სამინისტროს სამაშველო ბრიგადები ძლიერი ღვარცოფის შედეგად დაკარგულ ორ ადამიანს ამ დრომდე უშედეგოდ ეძებენ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100