ისრაელმა სირიაში საჰაერო თავდასხმა განახორციელა
ისრაელმა სირიის დედაქალაქ დამასკოს ერთ-ერთი გარეუბნის ტერიტორიაზე საჰაერო თავდასხმა განახორციელა. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Reuters სირიის სახელმწიფო ტელევიზიაზე დაყრდნობით წერს. გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად რამდენიმე შენობა დაზიანდა. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება. მომხდართან დაკავშირებით ისრაელში კომენტარი ამ დრომდე არ გაკეთებულა.
კომენტარი