ბრეივიკმა აღიარა თუ რატომ ვერ იტანს მუსულმანებს
ნორვეგიელმა ტერორისტმა, ანდერს ბრეივიკი, რომელიც 2011 წლის ზაფხულში, კუნძულ უტოიაზე 77 ადამიანის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი, აღიარებს, რომ ბავშვობიდან ვერ იტანს მუსულმანებს.
ბრეივიკის სიძულვილი კი მუსულმანებისადმი ისეთმა მარტივმა საკითხმა განაპირობა, რასაც ბავშვური სიცელქე ეწოდება. ათეულობით წლის წინ მეზობელმა მუსულმანმა ბავშვმა პატარა ანდერსს ველოსიპედი დაუზიანა. მომავალმა ტერორისტმა კი თანატოლს ეს არ აპატია და არც წყენა დაივიწყა. ეს ყოველივე სიძულვილად იქცა და 77 ადამიანის სიცოცხლის ხელყოფის ერთ-ერთ მიზეზად ჩამოყალიბდა.
“ეს დეტალები ცალცალკე რომ ავიღოთ, არაფერი განსაკუთრებული არ იქნება, მაგრამ ისინი ყველა ერთად აღებული აყალიბებს ჩემს შეხედულებას და დამოკიდებულებას მუსულმანების მიმართ“, - აღნიშნავს ბრეივიკი.
ტერორისტის თქმით, ბავშვობის წლებიდან მოყოლებული მუსულმანებს არაერთხელ უხმარიათ მასზე ძალა: ისინი სცემდნენ, შეურაცხყოფას აყენებდნენ მომავალ ტერორისტს, ხუთჯერ მასზე სექსუალური ძალადობაც კი სცადეს. როგორც ბრეივიკი აღნიშნავს, სწორედ მსგავსმა სიტუაციებმა განაპირობეს მისი შეხედულებები. იგი იმდენად ცივსისხლიანი აღმოჩნდა, რომ 77 ადამიანის დახოცვის შემდეგ და მისი დაპატიმრების დროს პირველი, რაც ტერორისტმა გააკეთა, პოლიციელს სამედიცინო „პლასტერი“ სთხოვა, რათა დაზიანებული თითი გადაეხვია.
შეგახსენებთ, რომ ბრეივიკის ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მას თავისუფლების აღკვეთა 21 წლით ემუქრება, ხოლო მისი შეურაცხადად წარმოჩინების შემთხვევაში, იგი სიცოცხლის ბოლომდე ფსიქიატრიულ დაწესებულებაში დარჩება.
კომენტარი