აი, რას წერს ია ფარულავა ნაძვის ხეზე, რომელიც 1 მილიონი დაჯდა
გუშინ რესპუბლიკის მოედანზე თბილისის მთავარი ნაძვისხე დაიდგა, რომლის შეძენაც ერთ მილიონამდე დაჯდა.
საზოგადოებაში ამ ფაქტს დიდი კრიტიკა მოყვა. ბევს ადამიანს ახალი ნაძვის ხე არ მოეწონა, თუმცა იყვნენ ისეთებიც ვისაც მოეწონათ და მერიას გამოესარჩლნენ.
ამ თემას მსახიობი ია ფარულავა ეხმაურება და სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
"ვნახე ნაძვის ხე …ზუსტადაც რომ დაჯდებოდა 1 მლ ლარი ჩამოტანით ..ლამაზია, მაგრამ მასშტაბში ვერ ჩაჯდა კარგად, სივრცეში დაიკარგა …ძველ უბანში უფრო ეფექტური იქნებოდა….რძე და ყველი კი მაგრად ასუქებს " - წერს ია ფარულავა
კომენტარი