სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რუსეთში სამდღიანი გლოვა დაიწყო

რუსეთის ქალაქ იაროსლავლში სამდღიანი გლოვა დაიწყო. მოქალაქეები პატივს მიაგებენ საავიაციო კატასტროფაში დაღუპულთა ხსოვნას. ოთხშაბათს „იაკ 42" ტიპის სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად დაიღუპა 43 ადამიანი, მათ შორის ჰოკეის გუნდის წევრები. რუსეთის პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა უკმაყოფილება გამოთქვა რუსეთში ავიაციის უსაფრთხოების დაბალი ხარისხის გამო და მოითხოვა ქალაქ იაროსლავლთან მომხდარი ავიაკატასტროფის გულდასმით გამოძიება. ავიაკატასტროფაში დაღუპულებს შორის რუსეთის გარდა, ბელორუსიის, ჩეხეთის, შვედეთის, სლოვაკეთის, კანადის მოქალაქეები არიან. გავრცელებული ინფორმაციით, გადარჩა თვითმფრინავში მყოფი ორი ადამიანი, რომელთა მდგომარეობაც მძიმეა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100