სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

2017 წლის 27 თებერვალს გაიმართება

თბილისის მუნიციპალური მუზეუმების გაერთიანების სტრუქტურული ერთეულის ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის მემორიალური ბინა-მუზეუმის განახლებული ექსპოზიციის გახსნა

11:00 – 11:30 (ცერემონიალის ოფიციალური ნაწილი) ქალაქ თბილისის მერი, დავით ნარმანია ოფიციალურად გახნის განახლებულ ექსპოზიციას;
11:30 – 12:00 პრესკონფერენცია;
12:00 – 19:00 განახლებული ექსპოზიცია გაიხსნილად გამოცხადდება მოწვეული სტუმრებისა და დამთვალიერებლისათვის;


განახლებული ექსპოზიცია სიმბოლურად, ვახტანგ ჭაბუკიანის 107-ე დაბადების დღეს, 2017 წლის 27 იანვარს გაიხსნება. ღონისძიების ფარგლებში, პირველად გამოიფინება დიდი ქართველი ბალეტმეისტერის, ვახტანგ ჭაბუკიანის სასცენო კოსტიუმები ისეთი წარმატებული სპექტაკლებიდან, როგორებიცაა „წითელი ყაყაჩო”, „ცეცხლის ცეკვა მაშხალებით”, „ოტელო”, „რაიმონდა”, „ლაურენსია”, „ტარას ბულბა”, „კორსარი”, „კარმენი”,„დონ-კიხოტი” და „ბაიადერა”;

ა(ა)იპ „მუზეუმების გაერთიანება“ 2016 წლის 29 ივლისს დაფუძნდა (თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის განკარგულება 30.02.651) და წარმოადგენს თბილისის მუნიციპალური მუზეუმების გაერთიანებას, რომელიც გულისხმობს 9 დამოუკიდებელი მუზეუმის ერთიან ინსტიტუციას. გაერთიანებაში შემავალი მუზეუმების უმრავლესობა მრავალი წელია არსებობს და ქართული კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობისდამცველად გვევლინება.

  • თბილისის ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმი
  • თბილისის გალაკტიონ ტაბიძის მემორიალური ბინა-მუზეუმი
  • თბილისის ვახტანგ ჭაბუკიანის მემორიალური ბინა-მუზეუმი
  • თბილისის ზაქარია ფალიაშვილის მემორიალური სახლ-მუზეუმი
  • თბილისის მერაბ კოსტავას მემორიალური სახლ-მუზეუმი
  • თბილისის ნიკოლოზ ბარათაშვილის მემორიალური სახლ-მუზეუმი
  • თბილისის მიხეილ ჯავახიშვილის მემორიალური ბინა-მუზეუმი
  • თბილისის თოჯინების მუზეუმი
  • თბილისის კოტე და სოსო წერეთლების მუზეუმი


მისამართი: თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზ N 83/23.

https://www.facebook.com/tbilisimuseums/

http://tbilisimuseumsunion.ge/

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100