ეროსი კიწმარიშვილმა და კოკა გუნცაძემ იჩხუბეს
როგროც მოსალოდნელი იყო, ნინო ბურჯანაძის აქციასთან შეერთება-არშეერთების საკითხის, ასევე საგაზაფხულო აქციების გამართვასთან და, რაც მთავარია, ფინანსური პრობლემების განხილვასთან დაკავშირებული საკითხების განხილვამ პარტიაში მონასტერი არია. ამ არეულობის პირველი მსხვერპლი კოკა გუნცაძე აღმოჩნდა, რომელმაც დანარჩენ ლიდერებთან ჯერ კიდევ 9 მაისს, კახეთში გამგზავრებამდე იჩხუბა.
როგორც გაირკვა, მაშინ ყველაფერი სიტყვიერი შელაპარაკებით და პარტიიდან კოკა გუნჩაძის წასვლით დასრულდა: ძველი მეგობარი, პირველ რიგში, ირაკლი ოქრუაშვილმა გაწირა, რომეივ გუნცაძის მიერ პარტიის ფინანსური რესურსის არასწორად გამოყენებით ყოფილა გაღიზიანებული.
მას შემდეგ გუნცაძე "ქართული პარტიის აქციებზე არ გამოჩენილა, თუმცა, არც თვითონ და არც პარტიის დანარჩენი ლიდერები არ ადასტურებდნენ, რომ იგი "ქართულ პარტიაში" აღარ არის. ერთადერთი გამონაკლისი ტელევიზიის წინ მიმდინარე აქცია იყო, სადაც ის ლევან გაჩეჩილაძესთან და ეროსი კიწმარიშვილთან ერთად გამოჩნდა.
"ქართული პარტიიდან" მიღებული კულუარული ინფორმაციის მიხედვით, სწორედ ბურჯანაძის აქციებს უკავშირდებოდა ის ხელჩართული ჩხუბი, რომელიც პარტიის ოფისში, ეროსი კიწმარიშვილსა და კოკა გუნცაძეს შორის გაიმართა. დანარჩენი დეტალები, ჯერჯერობით, ცნობილი არ არის. პარტიაში ჩხუბის ფაქტს არც ადასტურებენ და არც უარყოფენ. ამ წუთებში სააგენტოები იტყობინებიან, რომ ოფისში სოზარ სუბარი მივიდა, თუმცა, ოფისის წინ შეკრებილი ჟურნალისტების კითხვებს არ უპასუხა. ოფისი ამ დრომდე ჩაკეტილია და იქ ჟურნალისტებს არ უშვებენ.
კომენტარი