როგორ შეუძლია ევროპას რევოლუციების წარმატების მხარდაჭერა ახლო-აღმოსავლეთში
ყველა რევოლუციას საკუთარი ტრაექტორია აქვს და იმის მცდელობა, რომ დღეს ახლო-აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენები, წარსულის მსგავსი მოვლენების კონტექსტში მოვაქციოთ, ამ მოსაზრებაში მხოლოდ დაგვარწმუნებს
თუმცა ისტორიაში რამდენიმე სასარგებლო გაკვეთილია. პირველი არის ის, რომ როდესაც რევოლუციები ხდება, არეულობებიც უნდა ავიტანოთ. არც ერთი რევოლუცია არ გადადის მშვიდობიან და ახალ სტაბილურ მოწყობაზე აკურატულად და მკაფიოდ. ამერიკული რევოლუცია 1787 წლამდე ვერ დალაგდა, სინამდვილეში 1865 წლამდეც კი. საფრანგეთი მაღალი იდეალების ეპოქას 1789 წელს გამოემშვიდობა და ჯერ ტერორმა მოიცვა, შემდეგ კი ბონაპარტიზმმა. 1989 წლის მეორე რევოლუცია რუსეთში სწრაფად გადავიდა საბაზრო ლიბერალიზმის სტადიიდან კლანურ-ნათესაურ კაპიტალიზმზე, შემდეგ კი დაკანონებულ ავტორიტარიზმზე. ასეთ დროს გულშემატკივრები, რომლებიც რევოლუციის მოედნის მიღმა იმყოფებიან, სასოწარკვეთაში ვარდებიან. უილიამ ვორდსვორტმა უმალ საფრანგეთს მიაშურა („მაშინ ცხოვრება განცხრომა იყო“), მაგრამ შემდეგ რევოლუციის კურსის მილიტარისტული მიმართულება დაგმო და სოფლის ანჩხლი კონსერვატორის დონეზე დაასრულა.
ყველას მოთმინება გვმართებს. ახლო-აღმოსავლეთში რაღაც ახალი ხდება. ჩვენ ვიცოდით რა უნდა გვეფიქრა ძალაუფლების ძველ სტრუქტურებზე ახლო-აღმოსავლეთში, რომელიც ავტოკრატიის და ისლამიზმის პოლუსებს შორის მერყეობდა, მაგრამ ახლა მოლაპარაკება მოგვიწევს ახალ ძალასთან: ახალგაზრდა ადამიანებთან, რომლებიც ტექნოლოგიებით არიან დაკავშირებულები ერთმანეთთან და გარე სამყაროსთან, რომლის უსაშველობა, უძლურება და იმედგაცრუება თავისი ბუნებით პრინციპულად ეკონომიკური ხასიათისაა და არა რელიგიური, ანტი-კოლონიალისტური ან ნაციონალისტური (ყოველ შემთხვევაში იმ თვალსაზრისით არა, რომ ქუჩაში გამოსვლის და ვინმეს ცემის სურვილი არსებობდეს) და მართალია ჩვენ არ ვიცით ის, თუ როგორ მოახდენს ეს ძალა თვითორგანიზებას (ან მის მითვისებას), მაგრამ ამ უკმაყოფილების ეკონომიკური ბუნება გამამხნევებელია. ეს რომ ძველმოდური ნაციონალისტური აჯანყება იყოს, იმის რისკი რომ ის მალე სხვა ქვეყნების ინტერესებს დაუპირისპირდებოდა გაცილებით მაღალი იქნებოდა, მაგრამ ეკონომიკური რეფორმები ახლო-აღმოსავლეთში შეიძლება დაიწყოს (ან დაჩქარდეს) ისე, რომ ამ პროცესმა სხვა ქვეყნებთან ურთიერთობების დესტაბილიზაცია არ მოახდინოს.
მეორეც – უნდა გვახსოვდეს ის რომ ლიდერების როლი რაღა თქმა უნდა მნიშვნელოვანია, მაგრამ დაწესებულებები და ინსტიტუტები უფრო მნიშვნელოვანია. თანამედროვე ეპოქაში დემოკრატიაზე გადასვლის რამდენიმე ყველაზე წარმატებული მაგალითი (ესპანეთი, ინდონეზია) გვაძლევს იმაზე საუბრის შესაძლებლობას, რომ მათ არ ჰყავდათ გამოხატული ქარიზმატული ლიდერი, მაგრამ ყველა წარმატებულ რევოლუციას აქვს ინსტიტუციონალური სტრუქტურები, რომლებიც ძირითადი მიმართულებების მომწიფების შესაძლებლობას ქმნის. ზოგჯერ ეს პოლიტიკური პარტიებია, როგორც ნაციონალური კავშირი სამხრეთ-აფრიკის რესპუბლიკაში ან ისტორიული სოციალისტური პარტიები ესპანეთსა და პორტუგალიაში. ზოგჯერ ეს ორგანიზებული, მაგრამ არაფორმალური ჯგუფებია, როგორც მაგალითად ჩეხოსლოვაკიაში „ქარტია 77“-ის მხარდამჭერები. ხანდახან ამ როლს საკუთარ თავზე იღებს რელიგიური ჯგუფი, როგორ ეს პოლონეთში ეკლესიამ გააკეთა.
როდესაც ინსტიტუციონალური სტრუქტურა არ არსებობს, რევოლუცია არასწორი გზით მიდის და მისი მიმართულება შეიძლება ვიწრო ჯგუფებმა მოთოკონ, რომლებიც მას საკუთარი ინტერესებისთვის იყენებენ, როგორც ეს რუსეთში 1989 წლის შემდეგ მოხდა. ცხადია ეგვიპტეში ძლიერ სტრუქტურებად გვევლინებიან არმია და „მუსლიმთა საძმო“. ისინი სულ უფრო სწორ მოსაზრებებს გამოსთქვამენ, მაგრამ მოქმედებათა საკუთარი პროგრამა აქვთ და აქვთ ინტერესები რომლებსაც დაიცავენ, ხოლო ახალგაზრდების ახალი ენერგია ნაკლებად ორგანიზებულია, ან ყოველ შემთხვევაში ნაკლებად ორგანიზებული იმ თვალსაზრისით, რაც სახელმწიფო ხელისუფლების საკუთარ ხელში აღებას უფრო ამარტივებს.
მესამე – თუკი მათ სურთ წარმატების მიღწევა და რეგიონალურ და გლობალურ სტაბილურობაში საკუთარი წვლილის შეტანა, რევოლუციურ სახელმწიფოებს საერთაშორისო კლუბებში უნდა მიესალმონ. 1970-იანი და 1990-იანი წლების ევროპულ ტრანსფორმაციებში ავტოკრატიებიდან, გასაოცარია ის თუ რამდენად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ევროკავშირსა და ნატო-ში მიღების დაპირება. როდესაც გარედან მსგავსი დაპირება არ ისმის, მოვლენები შესაძლოა არასწორი მიმართულებით განვითარდეს. არსებობს დამაჯერებელი თეორია იმის შესახებ, რომ დასავლეთმა დიდი შეცდომა დაუშვა 1990-იან წლებში, როდესაც რუსეთი საერთაშორისო ინსტიტუციონალურ მექანიზმებში მონაწილეობასთან არ მიუშვა.
ასე რომ ჩნდება კითხვა: რა მსგავსი წინადადება შეიძლება იქნას შეთავაზებული ახლო-აღმოსავლეთის პოსტ-რევოლუციური სახელმწიფოებისთვის? და ევროპას აქ განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება. ევროკავშირი არაბული ახლო-აღმოსავლეთის ყველაზე ახლო მეზობელი და მისთვის ბუნებრივი ბაზარია. (2009 წელს ეგვიპტის სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირთან სამჯერ გადააჭარბა ამერიკასთან სავაჭრო ბრუნვას). თუკი თქვენ ტუნისელი, ალჟირელი ან მაროკოელი ხართ პარიზში გსურთ ემიგრაცია და არა პიტსბურგში, ეს საფეხბურთო საზოგადოებებია და არა ბეისბოლის.
კომენტარი