სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მანანა მანჯგალაძე: არ მინდა ჩემმა შვილმა ნახოს ის, რაც მე ვნახე დღეს

მე გელაპარაკებით არა როგორც პრესსპიკერი ან მიხეილ სააკაშვილის წარმომადგენელი, მე გელაპარაკებით, როგორც ჟურნალისტი მანანა მანჯგალაძე: თუ ისინი ამბობენ, რომ დამთავრდა ყველაფერი ის, რაც მანამდე იყო, რა ხდება დღეს?

მე ვარ ამ ქვეყნის მოქალაქე და ვთვლი, რომ უფლება მაქვს შემოვიდე ცენტრალური შესასვლელით, იმის მიუხედავად, ვუყვარვარ ვინმეს თუ არ ვუყვარვარ... მე მესმის, რომ ბევრი გაღიზიანებულია, ბევრს, შესაძლოა, მიზეზიც აქვს, ზოგი ერთ კაცს აბრალებს თავისი ცხოვრებაში გაუმართლებლობასაც კი, მაგრამ მე არსად არ ვაპირებ წასვლას ამ ქვეყნიდან, ჩემი შვილი ამ ქვეყანაში იზრდება და მე არ მინდა, მან ნახოს ის, რაც მე ვნახე ამ შესასვლელთან. ეს არ იყო არანაირი შიგნიდან დაგეგმილი პროვოკაცია, ეს ყველაფერი იყო იმის დასტური და გაფრთხილება რომ იგეგმება პროვოკაცია და ძალიან ვთხოვ ყველას, რომ უზრუნველყოს ადამიანების უსაფრთოება“-განაცხადა მანანა მანჯგალაძემ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100