სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მიხეილ ქარელი საქართველოში ბრუნდება

შიდა ქართლის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ ქარელი საქართველოში ბრუნდება, - ამის შესახებ ქარელის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. ამასთან, ქარელი აღნიშნავს, რომ სამართლებრივ ბრძოლას აპირებს, რათა უდანაშაულობა დაამტკიცოს. "მე დღეს ბედნიერი ვარ, რომ ყველასთან ერთად, სამშობლოში მეც მეძლევა ცხოვრების შესაძლებლობა , დავუბრუნდები წლების უნახავ ოჯახს, მშობლებს, მეგობრებს და იმ ადამიანებს რომლის გარეშე ცხოვრება ადამიანისთვის აუტანელია . ვაპირებ უახლოეს მომავალში დავბრუნდე სამშობლოში და თავისუფალ მართლმსაჯულების პირობებში სასამართლოს დავუმტკიცო ჩემი უდანაშაულობა და ღირსეულად გავიარო ეს არც თუ სასიამოვნო პროცედურები", - აღნიშნულია ქარელის განცხადებაში.


ყოფილი გუბერნატორი ყოფილი რეჟიმის ერთ-ერთ ავტორად ირაკლი ოქრუაშვილს ასახელებს.


"დღევანდელი ვითარება საქართველოში მნიშვნელოვნად დადებით ატმოსფეროს ქმნის და შესაბამისად, ეს განცდა 1-ელი ოქტომბრის არჩევნების შედეგად დაბრუნებული სამართლიანობის, ღირსების, ურთიერთპატივისცემისა და პატრიოტიზმის შედეგია, რომელიც სააკაშვილის, ოქრუაშვილის, ადეიშვილის, მერაბიშვილის, ახალაიების და სხვათა მსგავსთა მიერ შექმნილი რეჟიმით იქნა სრულიად იგნორირებული, რეჟიმისა, რომელმაც არაერთი უბედურება მოუტანა ქვეყანას, მთლიანად ერს და ცალკეულად აღებულ უამრავ ადამიანს, რომელთა ცხოვრებაც ერთ წამში ჯოჯოხეთად იქცეოდა", - აღნიშნულია ქარელის განცხადეებაში.


მისი განცხადებით, ასეთ ადამიანებთან ერთად ეს ჯოჯოხეთი და ღალატი საკუთარ თავზე იწვნია, რასაც ნანობს.


"ამ რეჟიმს ძალიან ბევრ ადამიანთან ერთად პირდაპირ თუ ირიბად მეც ვუჭერდი მხარს და მისი პოლიტიკის გამტარებელიც ვიყავი, თუმცა რეჟიმის იდეოლოგი და ბრმად მხარდამჭერი არასოდეს ვყოფილვარ, მიმაჩნდა რა, რომ ქვეყანა ვარდების რევოლუციის შემდგომ სწორ კურსს ადგა, ვიდრე სააკაშვილის მანიაკალურმა და ავტორიტარულმა მისწრაფებებმა ფრთები არ გაშალა. ამიტომაც მივიღე გადაწყვეტილება, ამ რეჟიმის წინააგმდეგ მემოქმედა ჩემს მეგობრებთან და თანამებრძოლებთან ერთად, რაც დასაწყისშივე ძალიან ძვირი დაგვიჯდა. თუმცა ამ ყველაფერმა უფრო მეტად დამანახვა რეჟიმის სახე, პირადად შევეხე რა, მის სისასტიკესა და უსამართლობათა მთელ კასკადს, შესაბამისად ჩემი მორალური თუ ზნეობრივი პასუხისმგებლობა დღეს გაათმაგებულია და უფრო დამძიმებული. სამწუხაროდ ამ რეჟიმის დარჩენილი ნაწილაკები უკვე ვადაგასული პრეზიდენტის მეთაურობით ჯერ კიდევ საფრთხის მატარებელია. ისედაც უბოროტესი სააკაშვილი დღეს უზომოდ გაბოროტებული ძალაუფლების დაკარგვით, ვინ იცის რამდენი პროვოკაციისა და დანაშაულების ავტორი იქნება, მისთვის ეს ბუნებრივი მიდრეკილებაა", - აღნიშნულია განცხადებაში..
იგი "ქართულ ოცნებას" და ბიძინა ივანიშვილს არჩევნების შემდგომ პერიოდში საქართველოში შექმნილი ვითარებისთვის მადლობას უხდის.


"უდიდესი მადლიერება მინდა გამოვხატო ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც მცირე დროში უზარმაზარი შრომა გასწია სამართლიანობის აღსადგენად და უამრავ ადამიანს თავისუფლება მიანიჭა; მადლობას ვუხდი ყველა იმ პარლამენტარს ვინც მხარი დაუჭირა ამ კანონპროექტს, განსაკუთრებით ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს, მადლობას ვუხდი ასევე საქართველოს მთავრობას, უფლებადამცველ ორგანიზაციებს და ყველა იმ ჟურნალისტს, რომლებიც მუდმივად ინტერესდებოდნენ ამ თემით და არ აძლევდნენ სააკაშვილის მთავრობას პოლიტდევნილების და პოლიტპატიმრების თემის მიჩუმათებას", - აცხადებს მიხეილ ქარელი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100