სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ძალოვანმა უწყებებმა არ იციან როგორ შემოვიდა მიხეილ სააკაშვილი საქართველოში - დიტო საძაგლიშვილი

ადვოკატი დიტო საძაგლიშვილი, ელგუჯა ცომაიასთვის ბრალის წარდგენას გამოეხმაურა და თქვა, რომ ქმედება, რასაც ცომაიას ედავებიან, "ვერანაირად ვერ შეიძლება ამოკითხული იქნეს სისხლის სამართლის კოდექსის რომელიმე მუხლში".

დიტო საძაგლიშვილი ამბობს, რომ ელგუჯა ცომაია არ არის პოლიტიკურ საქმიანობაში ჩართული პირი და არც მიხეილ სააკაშვილს იცნობდა.

მისივე თქმით, ძალოვანმა უწყებებმა არ იციან როგორ შემოვიდა მიხეილ სააკაშვილი საქართველოში.

"ეს ბრალდება ივანიშვილის პროკურატურის პირობებშიც კი არის სასაცილო და ჩინჩალაძის სასამართლოს პირობებშიც კი ვერ წარმომიდგენია, რანაირად შეიძლება მოსამართლემ მას პატიმრობა შეუფარდოს აღკვეთი ღონისძიების სახით. ვინაიდან ბრალის დადგენილებაში რა ქმედებასაც ედავებიან, ეს ქმედება დანაშაული უბრალოდ არ არის და ვერანაირად ვერ შეიძლება ამოკითხული იქნეს სისხლის სამართლის კოდექსის რომელიმე მუხლში, ამ მუხლში ცალსახად გამოვრიცხავ.

დამნაშავის დაფარვა -ასეთი მუხლი არ არსებობს, არსებობს დანაშაულის დაფარვა. ამ კაცს გამოდის, რომ ედავებიან იმ საქმეებზე, რაზეც ჩინჩალაძის სასამართლოს "გამამტყუნებელი განაჩენები არსებობს" იმ საქმეებზე, რატომ მოახდინე ამ დანაშაულის დაფარვა, ეს არის სრული აბსურდი.

რაც შეეხება, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შემოსვლის ფაქტს, ამ სისხლის სამართლის საქმეში არანაირი ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით არ არსებობს. ჩვენთვის გადმოცემული დოკუმენტების თანახმად, ძალოვანმა უწყებებმა არ იციან როგორ შემოვიდა მიხეილ სააკაშვილი საქართველოში",- ამბობს დიტო საძაგლიშვილი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100