საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 26-ე პაციენტი გარდაიცვალა
საქართველოში COVID-19-ს კიდევ ერთი პაციენტი ემსხვერპლა. კორონავირუსით გარდაცვლილ პაციენტთა რაოდენობა 26-მდე გაიზარდა. ინფორმაცია ამის შესახებ ვებგვერდზე stopcov.ge გამოქვეყნდა.
„70 წლის კაცი აჭარის ერთ-ერთ საავადმყოფოში 17 სექტემბერს შეიყვანეს. პაციენტს ჰქონდა მძიმე თანმდევი დაავადებები, გულის იშემიური დაავადება, ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება და კრიტიკულ სიტუაციაში იმყოფებოდა“, - განაცხადა დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ.
კომენტარი