სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

როგორი ქალები მოსწონთ მამაკაცებს ოცდამეერთე საუკუნის მეორე ათწლეულში?

გამომცემლობა AskMen-მა სცადა გაერკვია როგორი ქალები მოსწონთ მამაკაცებს, რისთვისაც მაშტაბური გამოკითხვა ჩაატარა. ათიათასობით მამაკაცს, სთხოვეს დაესახელებინა ქალის ტიპაჟი, რომელთან ერთადაც პაემანზე წავიდოდა და რომანტიულ ურთიერთობას გააბამდა. მამაკაცებს სასურველი ქალის ტიპაჟი კინოგმირების საშუალებით უნდა დაეხასიათებინათ.

გამოკითხვის შედეგები კი შემდეგნაირად გადანაწილდა: გამოკითხულთა 40,5% -მა სექს-ბომბა აირჩია, 18,7%-მა ძლიერი პიროვნება, 16,5% - მა კომედიური ჯანრის ფილმის გმირი, 15,4%-მა დამოუკიდებელი კინოს ვარსკვლავი, 8,7%-მა კი კინემატოგრაფიის ჯილდოს ან ჯილდოების მფლობელი ქალი.

რაც შეეხება უფრო კონკრეტულ ტიპაჟებს: გამოკითხული მამაკაცების 32%-ს Jennifer Lawrence-ის მსგავსი ქალები მოსწონს, 31%-ს Emma Stone-ის, 23%-ს Kate Upton-ის, 10%-ს Tina Fey-ს ხოლო 4%-ს კი Kerry Washington-ის მსგავსი.

AskMen-ის აღნიშნული გამოკითხვით თუ ვიმსჯელებთ, მეოცე საუკუნის ვარსკვლავი ქალბატონები უკვე წარსულს ჩაბარდნენ და მამაკაცების არჩევანი ახალგაზრდა მსახიობებზე ჩერდება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100