სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ქსნის საპყრობილეში პატიმარმა ყელი გამოიჭრა და პირი ამოიკერა

სასჯელაღსრულების ქსნის მე-15 დაწესებულებასთან მთელი ღამის განმავლობაში იმყოფებოდნენ პატიმართა ოჯახის წევრები და ახლობლები. გუშინ, დაახლოებით საღამოს ათ საათზე საპყრობილიდან გამოსულმა მონიტორინგის ჯგუფის წევრმა და "კონსტიტუციის 42-ე მუხლის" აღმასრულებელმა დირექტორმა ნაზი ჯანეზაშვილმა განაცხადა, რომ ის პატიმრებს გაესაუბრა და მათი ძირითადი პრეტენზიები ჯანდაცვას ეხება.

კერძოდ, მათ ხელი არ მიუწვდებათ რ ოგორც მედიკამენტებზე, ასევე პრობლემები აქვთ თბილ ტანსაცმელთან დაკავშირებით. გარდა ამისა, სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს მათთვის კომუნიკაციის საშუალებები. ჯანეზაშვილის თქმით, პატიმარს რამდენიმე საათი რიგში უწევს დგომა იმისათვის, რომ ოჯახის წევრს დაუკავშირდეს.

პატიმარ მინასოვის ოჯახის წევრები კი პატიმრის მონახულებას მთელი ღამის განმავლობაში მოითხოვდნენ. როგორც პატიმრის დედამ ელენე მინასოვამ განაცხადა, საღამოს საათებში მას შვილი დაუკავშირდა, რომელმაც დაუდასტურა გავრცელებული ინფორმაცია, რომ მას ყელი აქვს გამოჭრილი და პირიც ამოიკერა.

მისივე თქმით, სამედიცინო დახმარების გაწევაზე იგი უარს აცხადებს, ვიდრე ოფიციალურად არ დადასტურდება სასჯელაღსრულების #15-ე დაწესებულების დირექტორის, ხუხუას გადადგომა. როგორც პატიმარმა ოჯახის წევრებს განუცხადა, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100