სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

იულია ტიმოშენკოს ქონებას ყადაღა დაადეს

უკრაინის ექს–პრემიერის, იულია ტიმოშენკოსა და ყოფილი სს მინისტრის, იური ლუცენკოს ქონების ნაწილს ყადაღა დაედო. ამის შესახებ ჟურნალისტებს გენპროკურორის მოადგილემ, მიხეილ გავრილიუკმა აცნობა.

იულია ტიმოშენკოს 2009 წელს, მისი პრემიერ–მინისტრობის პერიოდში ხელმოწერილი შეთანხმების შედეგად ქვეყნისთვის ზარალის მიყენებაში ადანაშაულებენ. ბრალდება ცდილობს დაამტკიცოს, რომ პრემიერმა მინისტრთა კაბინეტის თანხმობის გარეშე მოაწერა ხელი რუსეთიდან გაზის შემოტანაზე, უკრაინისთვის არახელსაყრელ ფასად.

დღეს სასამართლომ არ დააკმაყოფილა იულია ტიმოშენკოს ადვოკატის შუამდგომლობა საქმის დახურვის შესახებ. როგორც ჩანს, უკრაინის ხელისუფლება და სასამართლო ამ საქმის არათუ დახურვას, არამედ ბოლომდე მიყვანას აპირებენ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100