ფონიჭალაში რამდენიმე საათიანი ძებნის შემდეგ დედა-შვილი გარდაცვლილები იპოვნეს
ფონიჭალაში ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად დაზიანებული კორპუსის ნანგრევებში მაშველებმა ახალგაზრდა ქალისა და ჩვილის ცხედრები იპოვეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა შალვა ხუციშვილმა გააკეთა:
„დასრულდა სამაშველო ოპერაცია, ჩანგრეული იყო რამდენიმე სართული, ამის გამო გაგრძელდა, მაგრამ ფრთხილად მუშაობდნენ მაშველები, ორი ადამიანი არის ნაპოვნი, დედა და შვილი, გარდაცვლილ მდგომარეობაში, გადაყვანილნი არიან პროზექტურაში, ვუსამძიმრებ ოჯახს“, - განაცხადა შალვა ხუციშვილმა.
კომენტარი