სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ჩინელები ინფლაციას ებრძვიან

გასულ წელს დაწყებული ინფლაციური პროცესი, ჩინეთში დღემდე გრძელდება. წლევანდელი ინფლაციის მაჩვენებელი, მსოფლიოს უდიდეს ქვეყანაში, გასული წლის მონაცემებს ბევრად აღემატება. 5 %–იანი ინფლაციის შესაჩერებლად ხელისუფლება შესაბამის ზომებს მიმართავს, რათა ფასების სტაბილურობა შენარჩუნდეს.

,,მაჩვენებლები მოსალოდნელზე ბევრად მაღალია, განსაკუთრებით მაღალია სამომხმარებლო ფასების ინდექსი. სწორედ ეს ფაქტი მიუთითებს ყველაზე მკაფიოდ იმაზე, რომ ეკონომიკურ სისტემაზე ინფლაციის ზეწოლა კვლავ მაღალია", - განაცხადა შანხაიში ,,ჰაბოი თრასთის"(Hwabao Trust) წარმომადგენელმა ნაი ვენიმ.

ჩინეთის პრეზიდენტმა, ჰიუ ჯინტაომ განაცხადა, რომ ჩინეთის ეკონომიკური სისტემა კვლავ არასტაბილურია, პრემიერ-მინისტრ ვენ ჯიაბაოს განცხადებით კი, მთავრობა მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს გამოიყენებს ინფლაციასთან საბრძოლველად.

,,ჩვენ ყველანაირად ვეცდებით დავარეგულიროთ ფასები, წელს ჩვენს მიზანს ეკონომიკის სწორი კუთხით წაყვანა და მისი დარეგულირება წარმოადგენს“, – განაცხადა ვენიმ მთავრობის წევრების შეხვედრაზე.

სურსათის ფასების ზრდა ინფლაციის ძირითადი მიზეზია. ბოლო ორ თვეში, ჩინეთში სურსათის ფასები 11.7 % -ით გაიზარდა, საცალო გაყიდვების ფასმა კი, წლის პირველ კვარტალში 16,3%-ით. მოიმატა.

ზრდადი ინფლაციის გამო, ჩინეთის ცენტრალურმა ბანკმა არსებულ ბანკებს სარეზერვო ფონდის გახსნა და სესხების გამოყოფის შემცირება მოსთხოვა. ანალიტიკოსების აზრით, ამგვარ ნაბიჯს ბანკებში საპროცენტო განაკვეთის გაზრდა მოჰყვება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100