სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

თენგიზ ცერცვაძე: მესამე ტალღა დაძლეული არ არის, მხოლოდ პიკმა გადაიარა

იმისათვის, რომ რეგულაციების შემსუბუქებას ეპიდსიტუაციის გაუარესება არ მოჰყვეს, წესები კვლავ ზედმიწევნით უნდა შესრულდეს, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

მისი თქმით, მესამე ტალღა დაძლეული არ არის, მხოლოდ პიკმა გადაიარა.

„იხსნება სახმელეთო საზღვრები, სადაც დაახლოებით იგივე წესები იმოქმედებს, როგორც საჰაერო საზღვრებში. ეს, რა თქმა უნდა, შეიცავს რისკებს, რომ ეპიდსიტუაცია გაუარესდეს, მით უმეტეს როცა ჯერ მესამე ტალღა არ არის მთლიანად დაძლეული, მხოლოდ პიკმა გადაიარა, მაგრამ მესამე ტალღა გრძელდება. უნდა ზედმიწევნით შევასრულოთ რეგულაციები და პირველ რიგში ყველამ ვატაროთ პირბადეები“,- განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100