"ჩვენ ვართ თქვენს მიერ დაქირავებული ადამიანები და გვაქვს ვალდებულება, ყველა დაპირება შევასრულოთ"
"ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართველოს" გენერალური მდივანი კახი კალაძე, პარტიის ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატ გენადი მარგველაშვილთან ერთად, კახიანაურის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას შეხვდა.
შეხვედრაზე ქუთაისში საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობის მნიშვნელობაზეც ისაუბრეს, ხაზი გაესვა "ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართველოს" წინასაარჩევნო პროგრამის ძირითად მიმართულებებს.
"კარგად გვესმის ყველა ის პრობლემა, რომელიც არსებობს ჩვენს ქვეყანაში. ყველა პრობლემა მოგვარდება და გაძლევთ პირობას, რომ თქვენთან ერთად მივაღწევთ სასურველ შედეგს. ჩვენ ვართ თქვენს სამსახურში. ჩვენ ვართ თქვენს მიერ დაქირავებული ადამიანები და გაქვს ვალდებულება, ყველა დაპირება შევასრულოთ. მინდა, წარმატებები ვუსურვო ჩვენი პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატს, გენადი მარგველაშვილს. დარწმუნებული ვარ, 8 ოქტომებრს ყველა ერთად ვიზეიმებთ დიდ წარმატებას, რასაც "ქართული ოცნების" გამარჯვება ჰქვია" , - აღნიშნა კახი კალაძემ.
"ქართული ოცნების“ ქუთაისის 47–ე ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის გენადი მარგველაშვილის თქმით კი, მისთვის დიდი პასუხისმგებლობა იქნება, წარმოადგინოს ქუთაისი საქართველოს პარლამენტში.
"ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართველოს" გუნდი მზად არის, მუხლჩაუხრელად და თავდაუზოგავად აკეთოს კეთილი საქმეები მომავალი თაობებისთვის" , - განაცხადა გენადი მარგველაშვილმა.
(R)
კომენტარი