აკა სინჯიკაშვილი: სამაგიეროდ იციან, სად იწიწკნის წარბებს ნინი ბადურაშვილი, რომელ საათზე იძინებს ბიძინა
ნახეთ რას წერს აკა სინჯიკაშვილი ფეისბუქზე:რომელი ქართველების გამოც მეამაყება რომ ქართველი ვარ, სამივე დღევანდელ დღეს დაიბადა: ვაჟა ფშაველა, ნოდარ დუმბაძე და ქაქუცა ჩოლოყაშვილი..ნეტავ იცოდეთ რამდენი ადამიანია ჩემს გარშემო და საერთოდ ქვეყანაში, ვისაც არცერთი დაწერილი სიტყვა არ წაუკითხავთ არც ვაჟასი და არც ნოდარის.. ქაქუცას კი მარტო 200 ლარიანიდან ცნობენ .. სამაგიეროდ იციან 26-ის მეზობელი რიცხვები რულეტკაზე, რამდენი კუში ექნება ჰამბურგს კიოლნთან გასვლაზე, მეზობლის გოგო ვინ მოაცილა წუხელ, რამდენი ბეწვი დარჩა მოსაშორებელი ქმრის ძმაკაცის ცოლს, დაიჭირეს თუ არა ვინმე ახალი, სად იწიწკნის წარბებს ნინი ბადურაშვილი, რომელ საათზე იძინებს ბიძინა, ნინა წკრიალაშვილს მარჯვენა იღლია უფრო დიდი აქვს თუ მარცხენა, ჭამის დროს ქშინავს თუ არა თიკა ჯამბურია, აძლევს თუ არა იჟოგას ნინა სუბლატს ფენოვანი, ვინ მოკლა სინამდვილეში ძედ ხასანი და გაუსკდა თუ არა ტუჩი გუშინდელ ქარში ეკა ყურშიტაშვილს..ამის ბრალია ის ყველა უბედურება რაც გვჭირს გეუბნებით რა, გაუნათლებლობა შვება ყველაფერს ...ვულოცავ სამივეს და თუ ვერ ვემსგავსებით, მოვუსმინოთ მაინც კაცო ...
კომენტარი