სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ახალი სკანდალი: ნინა წკრიალაშვილი სალომე გოგიაშვილს ჩხუბში არ აყვა

სალომე გოგიაშვილისა და ნინა წკრიალაშვილის დაპირისპირება სკანდალში გადაიზარდა...“ - სტატიას აღნიშნული სათაურით გამოცემა რეიტინგი აქვეყნებს.

„გუშინ სალომე გოგიაშვილმა ფეისბუქზე საოცარი ფოტო დადო, სადაც ნინა წკრიალაშვილის გვერდით მიმონტაჟებული რუსული შოუბიზნესის წარმომადგენელი სერგეი ზვერევია გამოსახული. ნინასაც და ზვერევსაც იმდენი პლასტიკური ოპერაცია აქვთ გაკეთებული, რომ სალომეს კომანტარი - ''იპოვეთ 3 ან 2 ან 1 განსხვავება'' , მართლაც არ იყო უადგილო, რადგან ამ ორ ადამიანს შორის მსგავსება მართლაც დიდია.

ამ პოსტს რასაკვირველია, სალომეს ''ფეისბუქის'' მეგობრებისგან კომენტარებიც მოჰყვა, ზოგი მათგანი წერდა, ''ალბათ ერთსა და იმავე ექიმთან იყვნენ ოპერაციის გასაკეთებელად და ამიტომ ჰგვანან ასე ერთმანეთსო'' , ზოგმა ფანტაზია უფრო გაშალა და დააკომენტარა - ალაბთ ნინამ ზვერევის ფოტო მიუტანა ექიმს, სანამ ოპერაციას გაუკეთებდაო. ერთ-ერთმა ინტერნეტმომხმარებელმა ნინას ზვერევთან შედარება სალომეს კომპლიმენად ჩაუთვალა, რაზეც სალომემ ეჭვი გამოთქვა, ზვერევმა რომ გაიგოს, ვის შევადარე, მეშინია გული არ გაუსკდესო.. ბოლოს ისიც კი ივარაუდეს, ზვერევმა ამ შედარების გამო სალომეს არ უჩვლოსო... რაზეც სალომემ დაწერა - ''ელტონ ჯონი, მერე ზვერევი, ნუ უკვე თავში ამივარდება..'' . მოგეხსენებათ, სალომე ელტონ ჯონთან დაკავშირებული ჰომოფობიური გამოთქმის გამო, ტელეკომპანია ''იმედიდან'' გაათავისუფლეს და ამ კომენტარშიც სწორედ ამას გულისხმობდა. ნინასა და ზვერევის მსგავსების განხილვაში ხატია სიჭინავაც ჩაერთო, რომელმაც მოუწონა სალომეს პოსტი და სიცილ-ხითხითში აჰყვა საზოგადეობას. ქეთი ყიფშიძემ კი გაკვირვება გამოხატა და სალომეს კომენტარებში დაუწერა, შენი არა, მაგრამ დანარჩენების რეაქცია გამიკვირდა, რასაც სალომემ ასეთი კომანტარით უპასუხა: ''რატო ქეთ? მაიმუნს ხომ არ შევადარეთ, ზუსტად მის მსგავს ადამიანს მივამსგავსე და შესაბამისი რეაქცია მოჰყვა... ნუ, როგორც თქვა მიშა თუ წავა თავს მოვიკლავო, ეგრე რომ ექნა, ამ ფოტოს ნაღდად არ დავდებდი.''

ამ სიტყვების შემდეგ ალბათ ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს, რომ სალომესა და ნინას შორის დაპირისპირება პოლიტიკური ხედვითაა გამოწვეული. მოგეხსნებათ, ნინა ''ნაციონალური მოძრაობის'' აქიტიური მხარდამჭერი იყო, სალომე კი პირიქით, პირველი ოქტომბრის არჩევნების შედეგით გახარებული გახლდათ. „ -წერს reitingi.ge.

თუმცა სტატიის ავტორის მიერ სათაურში ნაწინასრამტეყველები დაპირისპირება არ შედგა, რადგან reitingi.ge-ს სტატია დღეს ნინა წკრიალაშვილმა საკუთარ ფეისბუქ გვერდზე შემდეგი წარწერით დააშეარა: „სალომე გისურვებ ბედნიერ ცხოვრებას და რასაც საკუთარ თავს ვუსურვებ იგივეს გისურვებ შენც“

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100