სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

არის რისკი, რომ გამწარებული რეჟიმი შეეცდება მის დაკავებას - ცისკარიშვილი მიხეილ სააკაშვილზე

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას 2 ოქტომბერს ქვეყანაში დაბრუნებასთან დაკავშირებით პირველი პოლიტიკური შეფასებები უკვე მოჰყვა.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი, პეტრე ცისკარიშვილი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის დაკავების რისკი არსებობს, თუმცა მას ციხის არ ეშინია.

"რისთვის უნდა დაიჭირონ?! პიჯაკების საქმისთვის თუ საპონი რომ იყიდა სხვა ქვეყნის პრეზიდენტისთვის?! ასეთი აბსურდული საქმეები რომ არის შეთითხნილი მიშას წინააღმდეგ ყველასთვის გასაგებია, ქვეყნის შიგნითაც და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისთვისაც, რომ ეს არის პოლიტიკური დაჭერა, პოლიტიკური დევნა.

2 ოქტომბრის შემდეგ "ქართულ ოცნებას" პოლიტიკური დაჭერების თავი და უნარი არ ექნება, თუმცა მაინც არსებობს რა თქმა უნდა რისკი, რომ აგონიაში მყოფი, გამწარებული რეჟიმი შეეცდება მის დაკავებას. ამ შემთხვევაში არანაირი პრობლემა მიშას არ აქვს - მას ამ რეჟიმის ციხეების და საპყრობილეების არ ეშინია. ასე რომ როგორ გამარჯვებას ჩაიწერენე, მაგას ვნახავთ", - თქვა პეტრე ცისკარიშვილმა.

"მესამე ძალა - სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის, გიორგი ვაშაძის თქმით, არჩევნები ხელისუფლების ცვლილებაზეა და არა იმაზე, ჩამოვა თუ არა მიხიელ სააკაშვილი.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილმა გუშინ Facebook-ზე მიმართვა გაავრცელა და თქვა, რომ საქართველოში 2 ოქტომბერს დაბრუნდება. მან კიევი-თბილისის რეისის ბილეთის ფოტოც გაავრცელა, რომლითაც ირკვევა, რომ მიხეილ სააკაშვილი თბილისში 2 ოქტომბერს, 23:05 საათზე, დედასთან, გიული ალასანიასთან ერთად ჩამოვა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100