სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მარიხუანისა და კანაფის მოყვანაზე თავისუფლების აღკვეთა უქმდება

საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტით მარიხუანასა და კანაფის მოყვანაზე თავისუფლების აღკვეთა უქმდება და მას ჯარიმა ან საზოგადეობისთვის სასარგებლო შრომა 160-დან 220 საათამდე ჩაანაცვლებს. აღნიშნული კანონპროექტი იუსტიციის სამინისტროს მიერ არის მომზადებული და ის შევა „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში.თავისუფლების აღკვეთა შენარჩუნდება იმ შემთხვევაში, თუ საქმე ეხება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების მოყვანას. ასეთ შემთხვევაში პატიმრობის ვადა განისაზღვრება 3 წლამდე, ან ჯარიმის გაზდრილი ოდენობა, ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა 400-დან 500 საათამდე. ხოლო განსაკუთრებულად დიდი ოდენობის ნარკოტიკული საშუალების მოყვანაზე ან და ჯგუფურად გამოვლენილ მსგავს შემთხვევაზე პატიმრობის ვადა განისაზღვრება 3-დან 6 წლამდე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100