ნახეთ რას წერს ნათია ფანჯიკიძე ნანუკა ჟორჟოლიანზე
ინტერნეტში ნანუკა ჟორჟოლიანის გულახდილი ინტერვიუს გავრცელების შემდეგ, რომელიც ნანუკამ „უხერხული კითხვების“ წამყვანს ნიკა ხაჩიძეს მისცა, ირაკლი ალასანიას მეუღლემ, ნათია ფანჯიკიძემ ჟურნალისტს ვრცელი კომენტარი დაუტოვა.
„ნანუკა, ძალიან სხვანაირი გოგო ხარ, ძლიერი, პირდაპირი და მომხიბლავი. ძალიან დიდი მადლობა არამარტო ამ სიტყვებისთვის, შენი პიროვნული თვისებებისთვის, რაც მგონია, რომ ყველას აღქმული აქვს და ამიტომაც გყავს ამდენი მაყურებელიც, დამფასებელიც და მეგობარიც. ასეთი ღია განცხადება ბევრ ადამიანს მისცემს გამბედაობას, რომ როცა ოდნავ მაინც რამე აწუხებს, არ მოერიდოს სპეციალისტთან მისვლა და არ ეგონოს ეს რაიმე განსაკუთრებული პრობლემის მანიშნებელი, თორემ ისე ჩვენ საიდუმლოს დაცვა სისხლის ფასად გვევალება და ასეთ საჯარო, გულღია განცხადებას სრულიად როკერულ ამბად ვთვლი ხოლმე. დიდი მადლობა ადამიანო“ - წერს ფანჯიკიძე ჟორჟოლიანს.
კომენტარი