სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ალექსანდრე ებრალიძემ "სახალხო კრებას" მხარდაჭერა "ლენინგრადსკაია პრავდას" ფურცლებიდან აღუთქვა

საქართველოს ხალხთა მსოფლიო კონგრესის თავმჯდომარე, ალექსანდრე ებრალიძე, იგივე "ალიკ–ბაზარი" დაანონსებულ საპროტესტო გამოსვლამდე ერთი დღით ადრე "სახალხო კრებას" და ქართულ მარგინალურ ოპოზიციას მხარდაჭერას "ლენინგრადსკაია პრავდას" ფურცლებიდან, საკუთარი ორგანიზაციის პრესსამსახურის მეშვეობით უცხადებს.

"გულწრფელად მივესალმებით ქართულ ოპოზიციას, სოლიდარობას ვუცხადებთ მას და ვაცხადებთ, რომ ვაფასებთ იმ ადამიანთა სიმამაცეს, რომლებსაც საქართველოს ანტისახალხო ხელისუფლების შეცვლა აქვთ გადაწყვეტილი. ჩვენი კონგრესის 430 ათასი წევრი მოკითხვას უთვლის ქართული ოპოზიციის ლიდერებს და უსურვებს მათ წარმატებებს მათი გეგმების რეალიზაციაში!", – ნათქვამია განცხადებაში.

იქვე ებრალიძე გამოთქვამს მზადყოფნას, რომ გვერდით დაუდგეს საპროტესტო აქციის მონაწილეებს, მაგრამ ამატებს, რომ ამის საშუალებას უსპობს საქართველოს ხელისუფლება, რომელიც საქართველოს მოქალაქეობას არ აძლევს რუსეთში მცხოვრებ ათასობით ქართველს.

მართალია, "ალიკ–ბაზარის" პრესსამსახურის განცხადებაში უარყოფილია ებრალიძის მხრიდან ქართული ოპოზიციის დაფინანსების ფაქტი, მაგრამ საწინააღმდეგოს ამტკიცებს მისი მოადგილე, ვლადიმირ ხომერიკი:

"მე და ბატონ ებრალიძეს განსხვავებული შეხედულებები გვაქვს ამ საკითხზე. მისი შესაძლებლობები რომ მქონდეს, ერთი წუთითაც არ დავფიქრდებოდი, ისე დავაფინანსებდი ქართულ ოპოზიციას. თუკი ამერიკა სააკაშვილს და მის რეჟიმს აფინანსებს, რატომ არ შეიძლება, რუსეთში მცხოვრებმა ქართველმა ბიზნესმენმა ქართული ოპოზიცია დააფინანსოს?"– კითხულობს ხომერიკი.

წყარო: http://www.lenpravda.ru/brief/274641.html

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100