სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

დაფიქსირდა თუ არა საქართველოში ე-კოლის ინფექცია, ხვალ გაირკვევა

იყო თუ არა ნაწლავური ინფექცია, რომლის შედეგად იაშვილის სახელობის კლინიკაში 11 წლის ბავშვი გარდაიცვალა ე-კოლი, ხვალ გახდება ცნობილი.

როგორც "პირWელს" დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამედიცინო სტატისტიკის დეპარტამენტის უფროსმა მანანა ცინცაძემ განუცხადა, გარდაცვლილი ბავშვის ანალიზის პასუხები ხვალ გახდება ცნობილი და შესაბამისად, მისი დაღუპვის ნამდვილი მიზეზი გაირკვევა.

შეგახსენებთ, რომ იაშვილის სახელობის კლინიკაში ნაწლავური ინფექციის სიმპტომებით დღეს 11 წლის ბავშვი გარდაიცვალა.

ექიმების განცხადებით, პაციენტის მდგომარეობა ძალიან მძიმე იყო და ჩატარებულმა მკურნალობამ შედეგი ვერ გამოიღო.

არსებობს ვარაუდი, რომ ინფექცია, რომლითაც ბავშვი დაიღუპა, ევროპაში გავრცელებული ე-კოლის ვირუსი იყო.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100