
ნატომ ავღანეთის სამინისტროებიდან ყველა წარმომადგენელი გაიწვია
ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა ავღანეთის სამინისტროებში დასაქმებული თავისი პერსონალი გაიწვია. ამის შესახებ ინფორმაციას Associated Press-ი ავღანეთში ISAF-ის ძალების მეთაურ, ჯონ ალენზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, ეს გადაწყვეტილება ქაბულში, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან გახსნილი ცეცხლის შედეგად ნატო-ს მრჩევლების, ამერიკის შეერთებული შტატების ორი მოქალაქის დაღუპვის გამო მიიღეს.
მკვლელობაზე პასუხისმგებლობა თალიბანმა აიღო. მათი განცხადებით, ეს იყო შურისძიება ამერიკელი სამხედროების მიერ ყურანის დაწვის გამო.
კომენტარი