სტატისტიკის თანახმად საქართველოში ბოლო 2 თვის განმავლობაში დარეგულირდა ალიმენტის 126 საქმე
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ-ი „აღსრულების ეროვნული ბიურო“ მოწოდებულია, მხარეებს შორის დავა მორიგებით დასრულდეს.
აღსრულების ეროვნული ბიუროს აქტიური ჩართულობითა და მხარეებს შორის წარმატებით დასრულებული მოლაპარაკებების შედეგად 2015 წლის მარტი-აპრილის განმავლობაში შეჩერებული აუქციონებისა და თავიდან არიდებული იძულებითი აღსრულების მაჩვენებელი ასე გამოიყურება:
სსიპ „აღსრულების ეროვნული ბიუროს“ მიერ მხარეებს შორის მორიგების მაჩვენებელმა ორი თვის განმავლობაში შეადგინა 170 ერთეული;
ამავე პერიოდში მორიგებითდასრულდა და შესაბამისად, იძულებითი გამოსახლება არ განხორციელებულა 37 შემთხვევაში;
მორიგების შედეგად, ამ ორი თვის განმავლობაში, შეწყდა 19 გამოცხადებული აუქციონი და აღარ მოხდა ქონების რეალიზაცია;
ამავე საანგარიშო პერიოდში 1 115 მოქალაქეს გაუკეთდა ჯარიმის განწილვადება;
ორი თვის მონაცემებით, დარეგულირდა ალიმენტის 126 საქმე.
აღსრულების ეროვნული ბიუროს საერთო მონაცემებით, სულ მორიგებისა და განწილვადების რაოდენობამ ჯამურად, ყველა კატეგორიის მიხედვით, შეადგინა 1934 ერთეული.
კომენტარი