ლუკაშენკო კრემლს აკრიტიკებს
ლუკაშენკოს კრემლის გასაკრიტიკებლად მორიგი მიზეზები გამოუჩნდა. ბელორუსის პრეზიდენტმა უცხოურ მედიას განუცხადა, რომ კრემლი ყველაფერს აკეთებს, რათა მოახლოვებულ საპრეზიდენტო არჩევნებში, მან გამარჯვება ვერ მოიპოვოს.
ფგდგდფგდფგდფ
ფგდგდფგდფგდფ
ლუკაშენკომ ჩვეულ სტილში შეამკო რუსეთის ხელისუფლება და მედვედევის თავმოყვარეობას კიდევ ერთხელ დააბიჯა ფეხი. "ბატკამ" ეჭვი გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ პრეზიდენტი რეალურად მართავს რუსეთს.
ფგდგდფგდფგდფ
ბელორუსის მეთაურმა არაფრად ჩააგდო თუნდაც ის ფაქტი, რომ მედვედევმა რამდენიმე ისეთი ნაბიჯი გადადგა, რამაც რუსეთშიც და დასავლეთშიც ყველა გააოცა. მაგალითად, დუმის მიერ შემუშავებული კანონპროექტი, რომელიც საპროტესტო აქციების ჩატარების წესს ამკაცრებდა, დაბლოკა.

ექსპერტების ნაწილი ვარაუდობს, რომ რუსეთის პრეზიდენტს ყელში ამოუვიდა მარიონეტის იარლიყი და საკუთარი აზრების გატანა გადაწყვიტა. რეიტინგების გამოქვეყნების შემდეგ კი, საბოლოოდ გათამამდა. თუმცა, ეს და მსგავსი ფაქტები "ბატკას" ხელს არ უშლის ყოველ გამოსვლაში და ინტერვიუში კრემლის მისამართით პირდაპირი თუ ორაზროვანი რეპლიკები ისროლოს.
ფგდგდფგდფგდფ
"რუსეთში ყველანაირად ცდილობენ, რომ მე ჩამომაშორონ ხელისუფლებას და წავაგო ეს არჩევნები" – განაცხადა ლუკაშენკომ, ამის მოტივი კი ის არის, რომ კრემლს ბოლო დროს არ მოსწონს მინსკის ოფიციალური პოზიცია სხვადასხვა საკითხებთან მიმართებაში.

ლუკაშენკოს წინააღმდეგ კრემლი მას შემდეგ განეწყო, რაც მან ბელორუსის რუსეთის ფედერაციაში შესვლაზე უარი განაცხადა. ლუკაშენკოს თქმით, ის არაფრის დიდებით არ დაუშვებს სუვერენული ქვეყნის რუკიდან ამოშლას სხვა სახელმწიფოში შესვლით. რუსეთ-ბელორუსის მეკავშირეობის დაშლაში კი კრემლი დაადანაშაულა.

საამისოდ რამდენიმე ეკონომიკური საკითხიც დაასახელა, რაშიც ორი მეკავშირე ვერაფრით ვერ შეთანხმდა. ბელორუსის ხელმძღვანელი კი ყოველთვის აფიქსირებს, რომ მისთვის მეკავშირეობაზე წინ საკუთარი ქვეყნის ინტერესებია.
ამასთან, "ბატკა" აცხადებს, რომ არ აპირებს პრეზიდენტის პოსტიდან წასვლას, მისი თქმით, ეს ნორმალური პრაქტიკაა ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში. ლუკაშენკოს თქმით, მას შესთავაზეს პუტინის სცენარის გამეორება, მაგრამ იგი, როგორც წესიერი ადამიანი, არ დათანხმდა. ჟურნალისტებთან საუბრისას ლუკაშენკო რადიკალურ განცხადებაზეც წავიდა და აღნიშნა, რომ ბელორუსი დაიწყებს ფიქრს ევროკავშირში გაწევრიანების სურვილზე.
კომენტარი