სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მიირთვით ბევრი ტკბილეული და მალე გათხოვდებით...

ხანგრძლივი კვლევის შედეგად, ამერიკელი მეცნიერები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ტკბილეულის მოყვარულთათვის გათხოვება უფრო ადვილია. გოგონები, რომლებსაც შოკოლადები, ნამცხვრები და სხვა ტკბილეული უყვართ, მამაკაცებს უფრო მეტად მხიარულები და ოპტიმისტები ჰგონიათ. ეს თვისებები კი მომავალ მეორე ნახევარს აუცილებლად უნდა ჰქონდეს.

ჩრდილოეთ დაკოტელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ იმის მიხედვით, თუ რა სახის საკვები უყვართ სუსტი სქესის წარმომადგენლებს, შესაძლებელია გავიგოთ სამყაროს მათეული აღქმა. როგორც კვლევის ერთ–ერთმა ავტორმა აღნიშნა, საკვების გემო განწყობასა და ხასიათის გარკვეულ თვისებებზე გავლენას ახდენს.

ამ კვლევის ფარგლებში, მეცნიერები აკვირდებოდნენ მოხალისე გოგონებს. მათ სთავაზობდნენ შოკოლადს ან კრეკერს, გოგონები სურვილისამებრ ერთ–ერთს ირჩევდნენ.

აღმოჩნდა, რომ ის გოგონები, რომლებმაც შოკოლადი აირჩიეს, ურთიერთობაში უფრო გახსნილები, მხიარულები, მეგობრულები და ადამიანების დახმარებისათვის მუდამ მზად იყვნენ. მამაკაცები ასეთ გოგონებს მზრუნველებად აღიქვამენ და პოტენციურად, უფრო მეტად ამგვანებენ ცოლებს.

ამ ინფორმაციას ავრცელებს ინტენეტ–პორტალი facenews.ua. შეიძლება არის რაღაც სიმართლის მარცვალი იმაში, რომ ბევრი ტკბილეულის ჭამა პირდაპირ კონტაქტშია გათხოვებასთან, თუმცა, ერთი კი გარანტირებული გაქვთ, ბევრი ტკბილეულის ჭამით თუ ვერ გათხოვდით, გასუქდებით მაინც.

წყარო: http://presa.ge/new/?m=yellow&AID=11749

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100