სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

აფხაზურ არჩევნებში მხოლოდ ის ქართველები მივიდნენ, რომლებსაც აფხაზური პასპორტები აქვთ

ოკუპირებულ აფახაზეთში გამართულ დე ფაქტო საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა გალის რაიონის ქართული მოსახლეობის იმ ნაწილმა მიიღო, რომელსაც აფხაზური პასპორტები გააჩნდა. როგორც "ივერონს" გალის რაიონიდან აცნობეს, ყველა, ვისაც აფხაზური პასპორტი აქვს აღებული, იძულებული იყო, არჩევნებზე მისულიყო, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში გადაადგილების პრობლემა შეექმნებოდა.

"დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნების მსგავსად, ახლაც პასპორტში ბეჭედს არტყამდნენ. ვისაც პასპორტში აღნიშნული ბეჭედი არ აღმოაჩნდება, შემდეგში პრობლემები შეექმნება, მათ შორის – მიმოსვლის კუთხით", - განუცხადა "ივერონს" წყარომ.

შეგახსენებთ, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში დე ფაქტო საპარლამენტო არჩევნები 10 მარტს გაიმართა. მასში მონაწილეობა 148 კანდიდტმა მიიღო, თუმცა პირველ ტურში 35 საარჩევნო ოლქიდან კანდიდატებმა ხმათა 50%-ზე მეტი მხოლოდ 13-ში მოაგროვეს, 21 საარჩევნო ოლქში კი 24 მარტს განმეორებითი კენჭისყრა ჩატარდება.

წყარო

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100