სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ქალი, რომელიც კომპანიის დირექტორმა ცემა, კლინიკაშია მოთავსებული

ქალს, რომელსაც სამშენებლო კომპანია “X2 დეველოპმენტის” დირექტორი და მთავარი მეწილე ვალერიან კირკიტაძე ფიზიკურად გაუსწორდა, კლინიკაში გადაყვანა დასჭირდა.

სოფია მეფარიშვილი ამბობს, რომ მას თავის სერიოზული ტრავმა აღენიშნება.

ვალერიან კირკიტაძე ახალგაზრდა ქალს გუშინ, 8 აპრილს მას შემდეგ გაუსწორდა, რაც სოფია მეფარიშვილმა უკმაყოფილება გამოთქვა კორპუსში ლიფტის გაუმართაობის გამო.

ქალი სოციალურ ქსელში წერდა, რომ კომპანია „იქს ორის“ აშენებულ კორპუსში სიკვდილს სასწაულით გადაურჩა. როგორც მოქალაქე ამბობს, ლიფტი მაღალი სართულიდან მოწყდა და მესამე სართულზე აღმოჩნდნენ.

ვიდეოში კი რომელიც სოფია მეფარიშვილმა გაავრცელა, ჩანს, რომ სამშენებლო კომპანია “X2 დეველოპმენტის” დირექტორი და მეწილე ქალს ფიზიკურად უსწორდება.

რამდენიმე წუთის წინ, კი ცნობილი გახდა, რომ ვალერიან კირკიტაძე ქალზე ძალადობის მუხლით დააკავეს.

"ვალერიანი თუ ფულით გამოვა, დაანონსდება აქციები! არანაირი დანდობა, უმაღლესი სასჯელი!" - წერს მეფარიშვილი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100