სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

დღეს 26 მაისია - საქართველოს დამოუკიდებლობის დღე.

დღეს 26 მაისია - საქართველოს დამოუკიდებლობის დღე.

მსოფლიო პანდემიიდან გამომდინარე, წელს დღესასწაული მასშტაბური ღონისძიებების გარეშე ჩაივლის.

რამდენიმე საათში პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს და მთავრობის წევრებს ვაზიანის მე-4 მექანიზებული ბრიგადის ბაზაზე ელოდებიან, სადაც დამოუკიდებლობის დღეს თავდაცვის ძალებთან ერთად აღნიშნავენ.

ხალხმრავლობის თავიდან აცილების მიზნით, სხვადასხვა ფორმატის მცირემასშტაბიანი ღონისძიებებით აღნიშნავენ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს სახელმწიფო უწყებები.

ქვეყნის მასშტაბით ქუჩებსა და შენობებზე საქართველოს ეროვნული დროშებია გადმოფენილი.

ღონისძიებები წელს განსხვავებულად დაიგეგმა. დამოუკიდებლობის დღეს სხვადასხვა უწყებები შეზღუდული ფორმატით აღნიშნავენ.

სამწუხაროა, მაგრამ ის რეალობაა, რასაც ჩვენ გამოწვევას ვეძახით, ეს არის ვირუსის გავრცელების საფრთხე, - აღნიშნა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ.

1918 წელს, საქართველოს ეროვნულმა საბჭომ ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკა დაშლილად გამოაცხადა და დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. ისტორიული მოვლენა თბილისში გოლოვინის, დღევანდელ რუსთაველის გამზირზე მდებარე კავკასიის მეფისნაცვლის ყოფილ რეზიდენციაში მოხდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100