სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

აფგან მუხტარლიმ საპატიმრო დატოვა

აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა აფგან მუხტარლიმ საპატიმრო დატოვა. ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია იტყობინება.

გავრცელებული ინფორმაციით, სასამართლომ მუხტარლისთვის პატიმრობის დარჩენილი ვადის პირობითი სასჯელით შეეცვალა გადაწყვიტა.

აზერბაიჯანელ ჟურნალისტს და უფლებადამცველს, აფგან მუხტარლის, რომელიც 2017 წლის 29 მაისს თბილისში გაუჩინარდა, 2018 წლის 12 იანვარს აზერბაიჯანის სასამართლომ საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის, საზღვარზე 10,000 ევროს არადეკლარირებულად გადატანასა და მესაზღვრისთვის წინააღმდეგობის გაწევის გამო, 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100