ჩინეთში ახალი ვირუსით უკვე 9 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო დაინფიცირებულთა რიცხვი დღითი დღე იზრდება
ჩინეთში, ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 9-მდე გაიზარდა. ეროვნული ჯანდაცვის კომისიის ცნობით, ქვეყნის მასშტაბით ვირუსის 440 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება.
„დაავადება გადადის სასუნთქი გზების საშუალებით. არსებობს ვირუსული მუტაციის შესაძლებლობა და დაავადების შემდგომი გავრცელება" - ამის შესახებ ჯანდაცვის ეროვნული კომისიის წარმომადგენელმა, ლი ბინმა პეკინში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ახალი კორონავირუსით დაავადების შემთხვევები აღმოჩენილია აშშ-ში, ტაივანში, ტაილანდში, იაპონიასა და სამხრეთ კორეაში. როგორც ცნობილია დღეს, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია საგანგებო შეხვედრას გამართავს, რომლის დროსაც ჯანდაცვის გლობალური საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება განიხილება.
ჩინეთის ხელისუფლებამ და შემდეგ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ოფიციალურად დაადასტურეს, რომ ვირუსი ადამიანიდან ადამიანზე გადადის.
შეგახსენებთ, დაუდგენელი კორონავირუსი 12-დან 29 დეკემბრის პერიოდში ჩინეთის ვუანის პროვინციაში გამოვლინდა, როდესაც ის ზღვის პროდუქტების ბაზრის რამდენიმე თანამშრომელს აღმოაჩნდა.
კომენტარი