სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მუსტაფა ემრე ჩაბუქი სასამართლომ გაათავისუფლა

მუსტაფა ემრე ჩაბუქი 1000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა რამდენიმე წუთის წინ მიიღო. მოსამართლის ამ გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ მუსტაფა ემრე ჩაბუქის ახლობლები და თანამშრომლები, რომლებიც სხდომათა დარბაზის გარეთ ელოდებოდნენ, ტაშით შეხვდნენ.
დემირელის სახელობის კერძო კოლეჯის მენეჯერი მუსტაფა ემრე ჩაბუქი 2017 წლის 24 მაისს დააკავეს. მიზეზი თურქული მხარის მოთხოვნა იყო, რომელიც ამტკიცებს, რომ ჩაბუქი ფეთჰულა გიულენის ტერორისტული ორგანიზაციის საქმიანობას უწყობდა ხელს


კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100