სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ხუდადოვის ქუჩაზე ეზოებში გველებს, საწოლებში კი - ხვლიკებს პოულობენ

თბილისში, ხუდადოვის ნომერ ორში მცხოვრები დაახლოებით 30 ოჯახი შოკირებულია: უკვე რამდენიმე დღეა, ისინი ეზოებში გველებს, საწოლებში კი დიდ და პატარა ხვლიკებს პოულობენ. სწორედ ამიტომ, ოჯახები ბავშვებს ეზოებში სათამაშოდ ვერ უშვებენ, სახლში გადაადგილებისას კი უკან დაჰყვებიან და, სადაც დაჯდომას დააპირებენ, წინასწარ აკვირდებიან, ხომ არ მოიკალათეს იქ მატლებმა ან ხვლიკებმა...

ხუდადოვის ქუჩაზე მცხოვრებთა თქმით, ბოლო დღეების განმავლობაში ყველაზე მეტად მატლებისა და ხვლიკების მომრავლება აწუხებთ. მოსახლეობა ამას თავღია კანალიზაციის წას აბრალებს, საიდანაც, უკვე ერთი კვირაა, ფეკალური მასების შემცველი წყალი გადმოედინება, მშველელი კი არავინ ჩანს.

„ღამღამობით საწოლებში მოკალათებულ ხვლიკებს ვპოულობთ და სანამ დავწვებით ან ბავშვებს დავაწვენთ, საწოლს გულდაგულ ვსინჯავთ, რომ იქ ხვლიკები არ იყვნენ“, - ამბობენ ადგილობრივები.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100