სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

იდეების ეპიდემია თბილისში - TED x Tbilisi 17 აპრილს ჩატარდება

თბილისი, 13 აპრილი, 2016 -დღეს საქართველოს ბანკის სათავო ოფისში #TEDxTbilisi 2016-ის შესახებ პრესკონფერენცია გაიმართა. საქართველოს ბანკი უკვე მეოთხე წელია ამ ღონისძიების ოფიციალური მხარდამჭერია. მეოთხე ყოველწლიური ღონისძიება 2016 წლის 17აპრილს, 11:30-ზე თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიაში (ა. გრიბოედოვის 10ა) გაიმართება. TEDxTbilisi არის TED-ის მიერ ლიცენზირებული, დამოუკიდებლად ორგანიზებული ერთდღიანი ღონისძიება. TED წარმოადგენს არაკომერციულ ორგანიზაციას, რომლის მიზანი ინოვაციური და ინსპირაციული იდეების გაზიარებაა.

წლევანდელი ღონისძიების თემა ინოვაციებისა და ტრადიციების დაპირისპირებაა. TEDx Tbilisi-ის მაყურებლების მიერ ნომინირებული სპიკერები წარმოადგენენ პროექტებს და იდეებს, რომლებიც ინოვაციის და ტრადიციის გადაკვეთაზე ჩაისახა. ტრადიციულად, პროგრამა ძალზედ მრავალფეროვანია. გამომსვლელებს შორის არიან ასტროფიზიკოსი, მზარეული, მიკრო - ბიოლოგი, მომღერალი, ისტორიკოსი, მათემატიკოსი და ა.შ. დეტალური ინფორმაცია სპიკერებსა და მათ მოხსენებებზე ხელმისაწვდომია TEDxTbilisi-ის ინტერნეტ გვერდზე.

როგორც TEDxTbilisi-ს წარმომადგენელმა, მერი გაბაშვილმა აღნიშნა: TEDxTbilisi-სთვის სპიკერების ხვადასხვა მიზეზით არიან შერჩეულნი - ნაწილი მათთვის განკუთვნილი თემისადმი განსაკუთრებული სიყვარულისა და ერთგულების გამო, ზოგი ინსპირაციული მოსაზრებების. გასულ წლებში TEDx-მა უპრეცედენტო მხარდაჭერა და მოწონება დაიმსახურა, ამიტომ მოხარულები ვართ, რომ კვლავ გვეძლევა შესაძლებლობა ვუმასპინძლოთ მეოთხე ღონისძიებას. ჩვენთვის საამაყოა ღონისძიებაში ასეთი საინტერესო სპიკერების მონაწილეობა, ისევე, როგორც წარმოდგენილი თემების მრავალფეროვნება.

საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი მურთაზ კიკორია: „საქართველოს ბანკი დასაბამიდანვე გახლავთ საქართველოში TEDx-ის ფორმატის კონფერენციის მხარდამჭერი და უცვლელი სპონსორი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია გამორჩეული და საინტერესო იდეების მქონე ადამიანებს, ქონდეთ შესაძლებლობა ფართო საზოგადოებას გააცნონ საკუთარი მიგნებები და, ამავე დროს, გააცნონ საქართველო მსოფლიოს“.

TEDxTbilisi 2016 -ის გამართვა შესაძლებელი გახდა წამყვანი ქართული კომპანიების - საქართველოს ბანკის, Room Hotel Tbilisi - ის, კრისტალის, ბორჯომის, გურიელის, ნატახტარის, თელიანი ველის, სამსუნგის, ჯეოლაბის, მარკეტერის, ჯამპსტარტ ჯორჯიას, Betterfly -ს და ჯორჯიან ივენთის მხარდაჭერით. ჩვენი მედია მხარდამჭერები არიან ლიბერალი და ტელეკომპანია GDS.

TEDx-ისშესახებ

x=დამოუკიდებლად ორგანიზებული ღონისძიება „იდეები, რომლებიც იმსახურებს გაზიარებას“ - ამ პრინციპის საფუძველზე TEDx-ი, ადგილობრივი, დამოუკიდებლად ორგანიზებულიპ როგრამა, აერთიანებს ადამიანებს, რომლებსაც საკუთარი გამოცდილების გაზიარება შეუძლიათ. პროგრამის ფარგლებში სპიკერები მათთვის განკუთვნილ თემაზე ღრმა ანალიზს და მსჯელობას გვთავაზობენ. სახელწოდებაში TEDx, x ნიშნავს დამოუკიდებლად ორგანიზებულ TED ღონისძიებას. TED კონფერენცია უზრუნველყოფს TEDx პროგრამის ზოგად სახელმძღვანელო პრინციპებს, ხოლო ინდივიდუალური ღონისძიებები დამოუკიდებლად იგეგმება შესაბამისი წესებისა და რეგულაციების საფუძველზე. TED-ისშესახებ TED-ი არის არაკომერციულიო რგანიზაცია, რომლის მისია მნიშვნელოვანი და საინტერესო იდეების გაზიარებაა. „იდეები, რომლებიც იმსახურებს გაზიარებას“ - ასე ჟღერს მისი სლოგანი. TED სპიკერებს შორის არიან ბილ გეითსი, ჯეინ გუდოლი, ელიზაბეტ გილბერტი, სერ რიჩარდ ბრენსონი, ნანდან ნილეკანი, ფილიპ სტარკი, ნგოზი ოკონჯო-ივეილა, სალხან იდადენი ელკეინმენი.

TED-ის ინიციატივები იდეების გავრცელებისთვის მოიცავს

· TED.com-ს, სადაც ყოველდღიურად ხდება ახალი გამოსვლების ამსახველი ვიდეოების განთავსება;

· თარგმნით პროექტს, რომელიც უზრუნველყოფს სუბტიტრების განთავსებას და გამოსვლის ბეჭდური ვერსიების შექმნას, ასევე მსოფლიოს მასშტაბით მოხალისეებისგან თარგმანების მიღებას;

· საგანმანათლებლო პროექტ TED-Ed-ს;

· ყოველწლიურ მილიონ დოლარიან პრიზს TED Prize, რომელიც მხარს უჭერს განსაკუთრებული ხედვისადაიდეის მქონე ადამიანებს, შეცვალონ სამყარო;

· TEDx-ს, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით უფლებას აძლევს ათასობით ინდივიდს თუ ჯგუფს, რომ დამოუკიდებლად დაგეგმონ ადგილობრივი TED-ის სტილის ღონისძიებები და

· TED Fellows, პროგრამას, რომელიც მთელი მსოფლიოდან არჩევს ახალი იდეების მქონე ადამიანებს იმისთვის, რომ მათი პროექტებისა და აქტივობების ეფექტი უფრო ძლიერი და შთამბეჭდავი ახდეს.

TED-ის შესახებ დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომია შემდეგ წყაროებზე:

http://twitter.com/TEDTalks, http://www.facebook.com/TED, https://instagram.com/ted

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100