სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საქართველოს ბანკის სტამბოლის წარმომადგენლობითმაოფისმა და თურქულმა „აქტივ ბანკმა“ ერთობლივი მომსახურების შესახებ შეთანხმებასხელი მოაწერეს


თბილისი,25 დეკემბერი, 2013 – საქართველოს ბანკის, საქართველოს წამყვანი ბანკის, სტამბოლის წარმომადგენლობითმა ოფისმა და თურქულმა კერძო საინვესტიციო ბანკმა „აქტივ ბანკმა“ (Aktif Bank),ხელი მოაწერეს შეთანხმებასსაერთო მომსახურების გაწევის შესახებ, რომელიც გულისხმობს საქართველოს ბანკისმომხმარებლისთვის ფულადი გზავნილებისა და სხვა მომსახურების შეთავაზებას. შეთანხმებას ხელი მოეწერა საქართველოს ბანკის სტამბოლის წარმომადგენლობითი ოფისისოფიციალური გახსნისცერემონიის დროს. საქართველოს ბანკის სტამბოლის წარმომადგენლობითი ოფისი იმუშავებს საქართველოსა და თურქეთს შორის ინვესტიციებისა და ვაჭრობის მიმოქცევით წარმოშობილ ბიზნეს შესაძლებლობებზე, ასევე თურქეთის ფინანსურ ინსტიტუტებთან და ბიზნეს წრეებთან ურთიერთობის გაღრმავებაზე.
„მოხარული ვარ, რომ სტამბოლში წარმომადგენლობითი ოფისის გახსნასთან ერთად, ჩვენ ვიწყებთ თანამშრომლობას „აქტივ ბანკთან“, რათა ვიმუშაოთ იმ ბიზნეს შესაძლებლობებზე, რომელიც წარმოიშვებასაქართველოსა და თურქეთს შორის არსებული ძლიერი ეკონომიკური პარტნიორობით. დარწმუნებული ვარ, რომ „აქტივ ბანკს“, თურქეთის ერთ–ერთ ყველაზე ანტრეპრენიორულ ბანკსა და საქართველოს ბანკს შორის შედგება წარმატებული პარტნიორობა, ამ რეგიონში ჩვენი ახალი ბიზნეს მისწრაფებების განსახორციელებლად,“ განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, ირაკლი გილაურმა.
სტამბოლის ოფისი, საქართველოს ბანკის რიგით მეოთხე უცხოური წარმომადგენლობაა თელ ავივის, ლონდონისა და ბუდაპეშტის შემდეგ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100