როგორი რძლები არიან ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნის ქალები?
ვერძი: უშიშრად მიილტვის რთული სიტუაციებისკენ, რის შემდეგაც მტკივნეულად რეაგირებს უხეშ სიტყვებსა და თავდასხმაზე. ხშირად იმპულსურია, არ მიჰყავს დაწყებული საქმე ბოლომდე. ჯიუტია თხასავით და თუ გზაზე გადაეღობნენ, რქებით გაიტანს თავისას. ლიდერობისკენ ისწრაფვის – სჭირდება საკუთარი ავტორიტეტის წარმოჩენა. ამიტომაც მას ქმრის მშობლებთან ხშირად დაძაბული ურთიერთობა აქვს.
კურო: უყვარს გემრიელად ჭამა და დიდი დროის სახლში გატარება. გამუდმებით სახლის ლაგებაშია, სტუმრების მიღებაში და დეკორაციების შექმნაში. გაწონასწორებული ხასიათისა და შენელებული რეაქციის მიუხედავად, ძალიან ემოციურია და უსაფუძვლოდ ეჭვიანი. ქორწინების შემდეგაც მეგობრულ ურთიერთობას ინარჩუნებს მამაკაცთან და მის მშობლებთან. დედამთილებსა და სადედამთილოებს ვურჩევდით, რომ თუ გსურთ რძალი/სარძლო კუროს გული მოიგოთ, გაანებივრეთ ის ძვირფასი სამკაულებით და დახვეწილი ნივთებით.
ტყუპები: მას შეუძლია ერთდროულად რეცხოს, აკეთოს სადილი, ხეხოს იატაკი, უყუროს ტელევიზორს და ილაპარაკოს ტელეფონზე. პრაქტიკულია, აქვს ვაჭრობის უნიკალური ნიჭი – ფულიც აქვს, ოჯახიც ჰყავს და კარგი ურთიერთობაც ქმრის ნათესავებთან. ერთადერთი, რაც ყველაფერს აფუჭებს, მისი მწარე ენაა და დაუცხრომელი ცნობისმოყვარეობა. ასეთ ქალებს არ შორდებიან – მათგან ჩუმად მიდიან. თუმცა, მათ ქმრებს იშვიათად მოსდით თავში მსგავსი აზრები
კირჩხიბი: კატა დიდი წყლიანი თვალებით ოჯახს ისე უყურებს, როგორც თაშესაფარს, სადაც შეუძლია დაისვენოს და გამოიძინოს. ჩაკეტილია, ძალიან ფრთხილი, კარგად განვითარებული ინტუიციით. აქვს გამძაფრებული მესაკუთრის გრძნობა, ქონების დაგროვების ნიჭი. არეული აქვს ცნება "ჩემი"და "სხვისი". ამიტომაც დედამთილთან ურთიერთობა დაძაბული აქვს. და თუ "ბოროტი ადამიანები საწყალ ფისოს ძეხვთან მიწვდომის" საშუალებას არ მისცემენ, ის გაბრაზდება და თავის მშობლებთან გაიქცევა. მასზე თავდაპირველადვე
ლომი: სიტყვა "მეს"ფორმის აღნაგობის ქალბატონია. საუკეთესო დაქალია საკუთარი თავისთვის და საკუთარ თავზე უზომოდ შეყვარებულია. ამიტომაც სიყვარულში მეტოქე არ ჰყავს. პომპეზურია, დემონსტრაციული ქცევებში, უყვარს თვალებში ნაცრის შეყრა, ტრაბახი არარსებული დადებითი თვისებების შესახებ. ეს მსახიობი ილტვის ყურადღების ცენტრში ყოფნისკენ და გაბრაზდება და შურს იძიებს, თუ მას დედოფლად არ მიიღებენ ოჯახში. ემოციებს არ დაფარავს, მაგრამ ყოველთვის გაექცევა რუტინულსა და მოსაწყენ საქმეს. დედამთილებო, თუ ლომი-რძალი ძვირფას საჩუქარს მოგიძღვნით, ნუ გაგიხარდებათ წინასწარ – ის უბრალოდ ყოფილ მფლობელს მობეზრდა
ქალწული: მოუსვენარი და მოფუსფუსეა, ადგილს ვერ პოულობს საქმის გარეშე. დიდ ყურადღებას აქცევს წვრილმანებს და ბუზში სპილოს ხედავს. სკეპტიკურია, მოუთმენელი და სხვის აზრს არად დაგიდევთ. პედანტია. ასე რომ, მისი გულის მოგება ადვილი არ არის. დიდი სიფრთხილითა და რუდუნებით ეკიდება საკუთარ ჯანმრთელობას. ძალიან აფასებს საჩუქრებს. ასე რომ, თუ დედამთილმა ქალწული-რძლის გულის მოგება გადაწყვიტა, მას ძვირფასი საჩუქარი უნდა გაუკეთოს
სასწორი: მამაკაცის სისუსტეებზე თამაშობს. შეჰერეზადა – თავხედი გოგონა გამოძახებით, მივიდა ერთი ღამით და დარჩა ათასით... ზღაპრის გმირი, რომელიც შეუსვენებლად მუშაობს, ქმარს ტვინს ურეცხავს მას შემდეგ, რაც ტვინი ათასი სისულელით გამოუტენა. დიპლომატია, გაურბის საჩოთირო, მძაფრ მომენტებს, მიზანს სიჯიუტით აღწევს. ცოტათი სნობია, მაგრამ მაინც სხვის აზრზეა დამოკიდებული. ათამამებს ქმარსაც და მის მშობლებსაც, განსაკუთრებით კი – შვილებს. საწინააღმდეგო სქესის მიმართ ინტერესს მაშინაც არ კარგავს, როცა გათხოვდება
მორიელი: უბეში გაზრდილი გველი, ისტერიკული ფსიქიკით, გაურკვეველი და ხასიათის აუხსნელი ცვალებადობით. ყველაფერი სწყინს, ძალაუფლებისმოყვარე და შურისმაძიებელია. აქვს შავი იუმორი, სჯერა მისტიკის და ცხოვრებას მუქ ფერებში აღიქვამს. ამიტომაც მისთვის აჯობებს, ცალკე ტერარიუმი გამოყოთ, მრავალადგილიანი "კაბრიოლეტი"ან "სათვალიანი კობრას"ფუტლარი. სხვაგვარად
მშვილდოსანი: მას ბრმაც შეამჩნევს. სულ აფორიაქებულია, აზარტულია, უყვარს ადგილმდებარეობის შეცვლა. შრომისმოყვარეა – კოდირებას არ ემორჩილება, ზღვარიც არ იცის. არასოდეს ისვენებს. რელიგიურია: ბიბლია – მისი სამაგიდო წიგნია, ხოლო მისი დევიზი: "ტანჯვით მოიპოვე სული შენი". მიუხედავად ამისა – ცრუპენტელაა და არეულობის ორგანიზატორი. მანამ ამქვეყნად სულელი დედამთილები იარსებებენ, ასეთ რძლებს ყველაფერი გაუვათ
თხის რქა: ქალი-სათაგურია, სადაც ყველის ნაჭერს სიცოცხლის ფასი აქვს. ცდილობს ადამიანებით მანიპულირებას, მაგრამ თუ მისი სათაგურის ზამბარა გაწყდა – მაშინ შურისძიებაზე გადადის. და თუმცა ის დაკვირვებული და ფრთხილია, საკუთარი სიყვარულის დასაცავად ნებისმიერ მოწინააღმდეგეს გაანადგურებს, განსაკუთრებით, დედამთილს. სიყვარული სიკვდილამდე – მისი ცხოვრების დევიზია. ამიტომაც თხის რქის დედამთილებს ურჩევნიათ, შვილისა და რძლის ურთიერთობაში არ ჩაერიონ
მერწყული: ამოუცნობი ადამიანია. თან მაღალსულიერებით გამოირჩევა, თან საოცრად მატერიალისტია. ვერ იტანს თავისუფლების შეზღუდვას, უცნაური ადამიანებითა და ეგზოტიკური ნივთებით არის გარშემორტყმული. ჯიუტია, პრეტენზიული და ხანდახან დაუნდობელიც. მერწყულის დედამთილებს ვურჩევდით, არ შეუზღუდონ მას თავისუფლება, თუ სურთ, რომ მასთან მეგობრული ურთიერთობა შეინარჩუნონ
თევზები: დახვეწილი ფსიქოლოგია და შეუძლია ნებისმიერ ადამიანს დაუმტკიცოს თეთრზე, რომ შავია. მიზანში ისვრის თვალებით, განსაკუთრებით მომავალი, ან არსებული ქმრის მიმართულებით. თბილია, მზრუნველი და საქმიანი. იდეალური რძალია – ის შვილივით მოუვლის ავადმყოფ დედამთილს, არა მხოლოდ იმიტომ, რომ ქმარს მოუქონოს გული, არამედ იმიტომაც, რომ შეუძლია ადამიანების გაჭირვების გულთან ახლოს მიტანა.
კომენტარი