სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

“6 თვეში ანდერძი ძალაში შევიდა, ყველაფერი გადაიფორმა და მერე აქეთ დამემუქრა..." - რას პასუხობს ლევან რატიანი ბრალდებას, რომ მან პაციენტის ქონება მიითვისა?

პირ­ვე­ლი სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო კლი­ნი­კის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი, ლე­ვან რა­ტი­ა­ნი სკან­დალ­ში გა­ეხ­ვა. ცნო­ბილ ექიმს, აწ გარ­დაც­ვლი­ლი მეც­ნი­ე­რის, მე­დი­ცი­ნის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რის, პრო­ფე­სორ მაია დგე­ბუ­ა­ძის ძმა, ორდე დგე­ბუ­ა­ძე ბრალ­დე­ბებს უყე­ნებს. პრო­ფე­სო­რი მაია დგე­ბუ­ა­ძე 2020 წელს სიმ­სივ­ნის მძი­მე დი­აგ­ნო­ზით გარ­და­იც­ვა­ლა. მისი ოჯა­ხის წევ­რე­ბი მი­იჩ­ნე­ვენ, რომ პრო­ფე­სო­რის მიერ სი­ცო­ცხლის ბოლო თვე­ებ­ში და­წე­რი­ლი ან­დერ­ძი თაღ­ლი­თუ­რად შედ­გა, რის გა­მოც ლე­ვან რა­ტი­ანს ედა­ვე­ბი­ან. ოჯა­ხი ამ­ტკი­ცებს, რომ ლე­ვან რა­ტი­ან­მა პრო­ფე­სო­რის მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა მისი ფი­ნან­სუ­რი კე­თილ­დღე­ო­ბის­თვის გა­მო­ი­ყე­ნა, რათა დგე­ბუ­ა­ძის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ ან­დერ­ძით ექი­მის სა­კუთ­რე­ბა­ში გა­და­სუ­ლი­ყო მაია დგე­ბუ­ა­ძის სა­ხელ­ზე არ­სე­ბუ­ლი ქო­ნე­ბა. რო­გორც გარ­დაც­ვლი­ლის ძმა, ორდე დგე­ბუ­ა­ძე, მედიასთან ყვება, ლე­ვან რა­ტი­ან­მა მის დას ან­დერ­ძი გარ­დაც­ვა­ლე­ბამ­დე 4-5 თვით ადრე და­ა­წე­რი­ნა, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ, სა­კუ­თარ ქო­ნე­ბას ლე­ვან რა­ტი­ანს უტო­ვებ­და. ამ ან­დერ­ძის სა­ფუძ­ველ­ზე სა­ბო­ლო­ოდ ქა­ლის მი­ლი­ო­ნი­ან ქო­ნე­ბას და­ე­პატ­რო­ნა. მი­სი­ვე თქმით, მა­ი­ას­თვის ოპე­რა­ცი­ის ჩა­ტა­რე­ბა, ოჯა­ხის წევ­რებ­თან შე­თან­ხმე­ბის გა­რე­შე გა­და­წყდა, რა­შიც ის ლე­ვან რა­ტი­ანს ადა­ნა­შა­უ­ლებს. დგე­ბუ­ა­ძის ბრალ­დე­ბით, ექი­მი და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი იყო პა­ცი­ენ­ტის ფი­ნან­სუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბით და ოპე­რა­ცი­ამ­დე 4-5 თვით ადრე, ლე­ვან რა­ტი­ან­მა მის დას და­ა­წე­რი­ნა ან­დერ­ძი. "მთელ ქო­ნე­ბას ჩვენ გვი­ტო­ვებ­და. ხში­რად ამ­ბობ­და, ჩემი გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ ყვე­ლა­ფე­რი თქვე­ნი იქ­ნე­ბაო. თუმ­ცა ასე არ მოხ­და. ვფიქ­რობ, რომ ბოლო დროს არ იყო კარ­გად და ეს ან­დერ­ძი სწო­რედ იმ დროს და­წე­რა. ნორ­მა­ლუ­რი ადა­მი­ა­ნის და­წე­რი­ლი რომ იყოს, სხვა ამ­ბა­ვია, მაგ­რამ უმ­ძი­მე­სი პა­ცი­ენ­ტი იყო. ასეთ ან­დერძს რომ წერ­და, იმ დროს ოჯა­ხის წევ­რიც ხომ უნდა ყო­ფი­ლი­ყო მის გვერ­დით?!“ - ამ­ბობს ორდე დგე­ბუ­ა­ძე. რო­გორც ის აცხა­დებს, მის დას ოპე­რა­ცი­ის გა­კე­თე­ბა გერ­მა­ნი­ა­ში, ყო­ფილ სტუ­დენ­ტთან, ცნო­ბილ ექიმ ას­ლან გერ­მა­ნიშ­ვილ­თან სურდა. დგე­ბუ­ა­ძე ამ­ბობს, რომ იმ პე­რი­ოდ­ში ას­ლა­ნი თბი­ლის­ში იყო ჩა­მო­სუ­ლი და პა­ცი­ენტს ოპე­რა­ცია უშუ­ა­ლოდ ამ ექიმ­მა ჩა­უ­ტა­რა. გარ­დაც­ვლი­ლის ძმა ამ­ბობს იმა­საც, რომ მისი დის­თვის ოპე­რა­ცი­ის გა­კე­თე­ბა არ შე­იძ­ლე­ბო­და. ეს მხო­ლოდ მის სიკ­ვდილს და­აჩ­ქა­რებ­და. მისი მტკი­ცე­ბით, ეს მხო­ლოდ რა­ტი­ა­ნის ინ­ტე­რეს­ში შე­დი­ო­და, რათა ქო­ნე­ბას რაც შე­იძ­ლე­ბა მალე და­პატ­რო­ნე­ბო­და. ორდე დგე­ბუ­ა­ძის თქმით, მას დას­თან ძა­ლი­ან კარ­გი ურ­თი­ერ­თბა ჰქონ­და, ვიდ­რე ქალი ავად გახ­დე­ბო­და. და ძმის ოჯახს ყო­ველ­თვი­უ­რად ფი­ნან­სუ­რა­დაც ეხ­მა­რე­ბო­და. ამ­ბობს, რომ როცა დის მო­სა­ნა­ხუ­ლებ­ლად კლი­ნი­კა­ში მი­ვი­და, ლე­ვან რა­ტი­ან­მა მა­ი­ას ნახ­ვის სა­შუ­ა­ლე­ბა არ მის­ცა, - ექიმ­მა მას გა­მო­უ­ცხა­და, რომ მა­ი­ას არა­ვის ნახ­ვა არ სურ­და. გარ­დაც­ვლი­ლის ძმა აცხა­დებს, რომ რა­ტი­ა­ნი მას ჰპირ­დე­ბო­და, რომ მისი დის კუთ­ვნილ ქო­ნე­ბას დგე­ბუ­ა­ძე­ებს და­უბ­რუ­ნებ­და, თუმ­ცა მოგ­ვი­ა­ნე­ბით ამა­ზე უარი გა­ნა­ცხა­და. "რა­ტი­ან­მა მი­თხრა, - სხვი­სი ქო­ნე­ბა რად მინ­და, მე ყვე­ლა­ფე­რი საკ­მა­რი­სად მაქვს. პრო­ფე­სო­რი კაცი ვარ, ამ ამ­ბავს სა­ლა­პა­რა­კოდ არ გა­ვიხ­დი, ბო­დიშს გიხ­დით, ორ­მო­ცი რომ ვერ გა­და­ვუ­ხა­დე პან­დე­მი­ის გა­მოო. მას ყვე­ლა­ფერს ისე გა­ვუ­კე­თებ, რო­გორც ეკად­რე­ბო­და. ჩათ­ვა­ლეთ, თქვე­ნი ოჯა­ხის წევ­რი ვიქ­ნე­ბი. თქვენს გამო, რას არ გა­ვა­კე­თე­ბო. მხო­ლოდ ერთი თხოვ­ნა მაქვს, სა­მეც­ნი­ე­რო ნაშ­რო­მე­ბი და­უმ­თავ­რე­ბე­ლია და მისი დას­რუ­ლე­ბის უფ­ლე­ბა მო­მე­ცი­თო“, - იხ­სე­ნებს დგე­ბუ­ა­ძე რა­ტი­ან­თან სა­უ­ბარს. დგე­ბუ­ა­ძე ამ­ბობს, რომ მას არ აქვს პრე­ტენ­ზია იმ ქო­ნე­ბა­ზე, რო­მე­ლიც მის­მა დამ შექ­მნა. ის ექიმს იმ ბი­ნის დაბ­რუ­ნე­ბას სთხოვს, რო­მე­ლიც თბი­ლის­ში მათი ოჯა­ხის სა­კუთ­რე­ბა იყო. "მხო­ლოდ იმ ბი­ნის დაბ­რუ­ნე­ბა მინ­და, რო­მე­ლიც ოჯა­ხის სა­კუთ­რე­ბაა. ეს ბინა დიდ დი­ღომ­შია და მხო­ლოდ მისი დაბ­რუ­ნე­ბა ვთხო­ვე. ახლა თა­ვის მარ­თლე­ბა და­ი­წყო და ამ­ბობს, თურ­მე იმ ბი­ნა­ში, მე-7 სარ­თულ­ზე, ჩემი დის სა­ხე­ლო­ბის მუ­ზე­უ­მი უნდა გახ­სნას. 6 თვე­ში ან­დერ­ძი ძა­ლა­ში შე­ვი­და, ყვე­ლა­ფე­რი გა­და­ი­ფორ­მა და მერე აქეთ და­მე­მუქ­რა, - თუ არ გა­ჩერ­დე­ბი შენს თავს და­ვა­ჭე­რი­ნე­ბო", - ამ­ბობს დგე­ბუ­ა­ძე. ლე­ვან რა­ტი­ა­ნი ორდე დგე­ბუ­ა­ძის ბრალ­დე­ბებს უარ­ყოფს და ამ­ბობს, რომ ან­დერ­ძი ნამ­დვი­ლად არ­სე­ბობს, რო­მე­ლიც შედ­გე­ნი­ლია ივ­ლის­ში მას კი მაია დგე­ბუ­ა­ძემ ნო­ემ­ბერ­ში მი­უ­ტა­ნა. ლე­ვან რა­ტი­ა­ნის თქმით, მაია დგე­ბუ­ა­ძე მისი პრო­ფე­სო­რი იყო, ანა­ტო­მი­ას უკი­თხავ­და და მისი უფ­რო­სი მე­გო­ბა­რი იყო. ექი­მი ამ­ბობს, რომ მა­ი­ას დედ­მა­მიშ­ვი­ლებ­თან კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა არ ჰქონ­და, 23 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ერ­თმა­ნეთს არ ელა­პა­რა­კე­ბოდ­ნენ და რომ ამის შე­სა­ხებ ან­დერ­ძშიც წერს. რა­ტი­ა­ნი ამ­ბობს, რომ მან ყვე­ლა პუნ­ქტი ისე შე­ას­რუ­ლა, რო­გორც ან­დერ­ძში ეწე­რა. “ეს ყვე­ლა­ფე­რი არის დიდი ცი­ლის­წა­მე­ბა, რაც, სი­მარ­თლე რომ გი­თხრათ, ძლივს გა­და­ვი­ტა­ნე, მაგ­რამ ცხოვ­რე­ბა­ში ყვე­ლა­ფე­რი ხდე­ბა. ამ ადა­მი­ანს თან გა­დავ­ყე­ვი, რო­გორც ჩემს სა­კუ­თარ დე­დას. ამ ადა­მი­ანს სა­კუ­თა­რი და 23 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ნა­ნა­ხი არ ჰყავ­და. ასე წერს ან­დერ­ძში თვი­თონ, აბა, მათი ოჯა­ხუ­რი ამ­ბე­ბის მე რა ვიცი. ან­დერ­ძის შე­სა­ხებ არა­ფე­რი ვი­ცო­დი, ივ­ლის­შია და­წე­რი­ლი და მე დე­კემ­ბერ­ში გავ­ხსე­ნი. მაია ოპე­რა­ცი­ა­ზე რომ შე­დი­ო­და, და­მი­ტო­ვა ჩან­თა და მი­თხრა თუ გარ­და­ვიც­ვლე­ბი, ეს ჩან­თა გახ­სე­ნი და აქ წე­რია ყვე­ლა­ფე­რი რო­გორ უნდა მო­იქ­ცე­თო. ხში­რად ხდე­ბა ხოლ­მე ასე­თი რა­ღა­ცე­ბი, როცა არ გყავს მემ­კვიდ­რე, იმას უტო­ვე­ბენ ქო­ნე­ბას, ვის­თა­ნაც უფრო ახ­ლოს არი­ან. მათი დის სურ­ვი­ლი იყო, რომ ყვე­ლა­ფე­რი ასე დას­რუ­ლე­ბუ­ლი­ყო“, - ამ­ბობს ლე­ვან რა­ტი­ა­ნი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100