"მიშველეთ გემუდარებით, დედა და მამა ძალიან ცუდათ არიან... უკვე ვერ გადავიტან ამდენს, გთხოვთ არ მომიკლათ ბაბუები" - გოგო, რომლის ოჯახი კოვიდინფიცირებულია, დახმარებას ითხოვს
მოქალაქე ელენე დოხნაძე, რომლის ოჯახის წევრები კოვიდინფიცირებულები არიან, ჯანდაცვის სამინისტროს დახმარების თხოვნით მიმართავს. მისი ინფორმაციით, როგორც მშობლები, ასევე ბაბუები მძიმე მდგომარეობაში არიან და კლინიკაში გადაყვანას საჭიროებენ.
"ცხოვრებაში ვერ წარმოვიდგენდი ვერასდროს ესეთ სიტუაციაში თუ აღმოვჩნდებოდი!!!!
დედის და მამის ოჯახი (დედა,მამა,ბებიები,ბაბუები) კოვიდ დადებითები არიან.
ბებიები და ბაბუები მყავს ძალიან ცუდად!!!!!
მიშველეთ გემუდარებით თუ ვინმეს შეგიძლიათ დახმარება ..
ერთი ბაბუ - გადავიყვანეთ კლინიკა ოპტიმალ მედიში!! (სიცხე 39,4)(1 კვირის შემდეგ ძლივს გამოჩნდა ადგილი).სადაც არის საშინელი მდგომარეობა, ფილტვებიც არ შეუმოწმებიათ კაცისთვის და ჩაცმული ზის ღამის 2 საათიდან გათბობაც არ არის კლინიკაში ჩართული, მეორე ბაბუაც ძალიან ცუდად არის და სასწრაფოს ველოდებით საათებია უკვე და ისიც არ ვიცით ადგილები იქნება თუ არა კლინიკებში!!!
მამა ძალიან ცუდად არის 38,7 აქვს სიცხე მაგრამ კლინიკაში გადაყვანას არ საჭიროებს ჯერ-ჯერობით, დედაც იგივე მდგომარეობაში მყავს !!!!
გემუდარებით დამეხმარეთ!!!
აღარ შემიძლია უკვე ვერ გადავიტან ამდენს, გთხოვთ არ მომიკლათ ბაბუები!!!!
ჯანდაცვაში დარეკილი მაქვს კლინიკა უარყობს ..
ბაბუა ხმას ძლივს იღებს ისე ცუდად არის ..
გემუდარებით დამეხმარეთ არ მომიკლაათ !!!!
ვისაც შეგიძლიათ დამიდეგით გვერდით!!!
გთხოოოვთ!!!!!
ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური
112 Georgia/112 საქართველო
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
Optimal Med
გახარია
სალომე ზურაბიშვილი / Salome Zourabichvili" - წერს ის.
კომენტარი