სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

უცნაური შეკითხვები და საინტერესო პასუხები

რატომ არ აცემინებს ადამიანი ძილის დროს?

ცემინება ორგანიზმის დაცვის უპირობო რეფლექსური რეაქცია, რომელსაც იწვევს ცხვირის ლორწოვანი გარსის მგრძნობიარე ნერვული დაბოლოებების გაღიზიანება. აადვილებს ცხვირის ღრუდან მტვრის, ლორწოსა და და სხვა გამაღიზიანებელი ნივთიერების მოცილებას. იმისათვის, რომ გავიგოთ თუ რატომ არ აცემინებს ადამიანი ძილში, ჯერ უნდა გავერკვეთ თუ რა იწვევს ამ ნაუცბათევ რეაქციას. როდესაც რაღაც მკვეთრად აღიზიანებს ჩვენს ცხვირს, ნერვული დაბოლოებები აგზავნიან იმპულსებს ტვინში-ის გადაცემს პასუხისმგებლობას გულმკერდის კუნთებს, რის შედეგადაც ფილტვები ივსება ჰაერით, ცირკულირებადი ჰაერი რომელმაც განვლო პირის ღრუდან ფილტვებში კეტავს ყბას-რის შედეგადაც ხდება უცებადი მოულოდნელი ძლიერი ამოსუნთქვა და ადამიანი აცემინებს. გამომდინარე აქედან ძილის დროს ადამიანის ნერვული სისტემა ისვენებს-ბრძანება იმის სესახებ, რომ დააცემინო შესაბამისად არ ხდება.

სიცილი ასე უშუალოდ რატომ გამოიყურება: შეკავებული ამოსუნთქვითა და ხმის გადატანით?

მიუხედავად იმისა, რომ სიცილი უპირობო რეფლექსია, მოხდა მისი დივერგენტული (განსხვავებული) და უპირობო განვითარება, რომელიც გამოხატავდა გრძნობას საშიშროებისადმი. მსგავსი რეაქცია (ანუ სიცილის განვითარების დივერგენტული ვარიანტი) გააჩნიათ ძაღლებს, როდესაც ხდება მისი გაღიზიანება-ის იწყებს ყეფას და კბილების ღრჭენას. ბუნებრივი სიცილი დამოკიდებულია ნერვულ სისტემაზე, რომელიც გადაცემს იმპულსებს სახის კუნთებს, ამავდროულად ხმის [სიმებს]. შემცირებით , კუნთები აიძულებენ სუნთქვის შეკვრას, და ხმის მთელი ინერციის ამოფრქვევას-რის შედეგადაც წარმოიქმნება, ტიპობრივი ხმა.

თუ ნელნელა მიიღებ შხამს, საბოლოოდ მოხდება მის მიმართ იმუნიტეტის განვითარება?

ზოგიერთი შხამის ხშირი მიღების შემთხვევაში მართლაც შესაძლებელია არა იმუნიტეტის არამედ ტოლერანტობის შეძენა, თუმცა ეს მხოლოდ იმ შხამების მიმართ, რომლებიც ხსნადია, მაგალითისთვის [სტრიხინა] აგრეთვე შეჩვევა ხდება თაგვის წამალთან (მაგრამ არა თაგვის წამლის ოქსიდზე, რომელსაც ორგანიზმში ჩაგროვების თავისებურება გააჩნია, რომელიც ანადგურებს მას).

უყვართ თუ არა თეთრ დათვებს თაფლი?

მიუხედავად იმისა, რომ დათვების უმეტესი სახეობა მატაცებელი ცხოველია - ისინი წარმოადგენენ ნაირმჭამელ არსებებს. მურა დათვი ბინადრობს ტყეში და რაც ხვდება იმით იკვებება: კენკრით, თაფლით, ხოლო რაც შეეხება პოლარულ თეთრ დაათვს, ის გემრიელად შეექცევა, იმ თაფლსაც რომელიც შეიძლება პოლარულ მოგზაურებს დარჩეთ და თავად თაფლის დამტოვებელსაც. თაფლზე უარს არც ერთი ჯიშის წარმომადგენელი დათვი არ იტვის. თაფლი დათვების (განურჩევლად ჯიშისა) ერთერთ უგემრიელეს ნუკბარს წარმოადგენს..

რატომ აქვთ ზებრებს ზოლები?

ზებრის ხსენებისას ადამიანთა უმრავლესობას მისი გამორჩეული, შავ-თეთრი შეფერილობა და ზოლები ახსენდება. რომელთა დანიშნულების შესახებაც უამრავი მოსაზრება არსებობს. ითვლება, რომ ზოლების მოხაზულობის წყალობით ზებრები ერთმანეთს ცნობენ (აქვე უნდა ითქვას, რომ ყველა ზებრას ინდივიდუალური და განსხვავებული ზოლები აქვს). ზებრას ზოლები შენიღბისთვის ესაჭიროება, მისი ზოლები იდეალურად ჰორმორირდება მაღალ აფრიკულ ბალახთან. ნუ გაგიკვირდებათ, რომ ზებრას ზოლი შავი და თეთრია, ბალახი კი მწვანე ან ყვითელი, რადგან ზებრას მთავარი მტერია ლომი, რომელიც სხვა მრავალი ცხოველის მსგავსად ვერ არჩევს ფერებს, მას შეუძლია ზებრას გვერდით გაუაროს და ვერც კი შეამჩნიოს. ეს შენიღბვა ზებრას ხშირ შემთხვევაში სიცოცხლეს უნარჩუნებს, მაშინ როცა ის ჯგუფს ჩამოშორებელია და მარტოა ყოველგვარი “იარაღის” გარეშე. გარდა ამისა დალტონიკ ლომს უჭირს ზებრათა ჯგუფზე თავდასხმა, რადგანაც მათი ერთად ყოფნის დროს ხდება სრული ჰორმორირება და ლომი ვერ ახერხებს მოახდინოს კონცენტრირება რომელიმე ერთ მათგანზე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100