„ქართული ოცნების“ ამომრჩევლის პირველი საჯარო აღიარება ფბ-ში: „მაპატიეთ... ვწუხვარ...“
Badri Daraselia
...ვწუხვარ უგუნური არჩევანის გამო…
ტვინი გამომირეცხეს, "ოცნება" ნაციონალებზე სამართლიან ძალად ჩავთვალე - მომიტევეთ უგუნურობა...
რამ გამომაფხიზლა?
ქართული არმიის, ქართველი გმირების შეურაცყოფამ. მეოთხე ბრიგადა შევიდა ცხინვალში ანუ, ოკუპანტების რეგულარულ არმიას კუდით ქვა ასროლინა. სწორედ ამიტომ ებრძვიან 4-ე ბრიგადას, მისი სახით ქართულ არმიას, რათა მოხდეს მათი დაკნინება.
პირადად მე თავს შემოგწირავთ, შვილებო, ერთი ორსაც თან გავიყოლებ ისე, რომ სხვას არავის გაუჩნდეს სურვილი, 4-ე ბრიგადის დაშლის და ქართული არმიის დაკნინების.
როდის გამოვფხიზლდი?
როდესაც ახალაია "კაციჭამიად" შერაცხეს - დააპატიმრეს, ჯაყვის ტარის მოქნევის გამო(თუმცა "დამნაშავე" ახალაია უფრო ღირსეული ქართველია ვიდრე დავითაშვილი ჟირინოვსკის გვერდით)
გმირ ჯარისკაცებს 20 ათასის გირაოთი ანთავისუფლებენ, დამნაშავეს 5 ათასის გირაოთი??? ჯაყვით კაცის დამჭრელი სახლში გაუშვეს, ახალაია კი ციხეში დატოვეს.
ესაა "ოცნების" სამართალი??? ვწუხვარ...
არ გამოვრიცხავ, ხვალ "ს.ნ.გ"-ში შესვლა შემოგვთავაზონ. მანდარინს და ბორჯომს გაგვაყიდინებენო…
თქვენი ჭირიმე, ქართველებო, ყველა მიყვარხართ - "ოცნების"და ნაციონალების მომხრეებიც, მაგრამ გთხოვთ, ფრთხილად ვიყოთ, სამართლიანობის მანtიით მოსული, მგელი არ აღმოჩნდეს ცხვრის ტყავში…
ქართველო პატრიოტებო - მომიტევეთ უგუნურობა.
ვწუხვარ…
კომენტარი