სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"მიხეილ სააკაშვილმა დღეს არ მიიღო მედიკამენტები - ძალიან საშიშია, რომ არ იღებს" - ნიკოლოზ ყიფშიძე

სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის პი­რა­დი ექი­მი, ნი­კო­ლოზ ყიფ­ში­ძე გლ­და­ნის ცი­ხეს­თან მი­ვი­და. რო­გორც მან ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, ჯერ­ჯე­რო­ბით ექ­სპრე­ზი­დენ­ტის მო­სა­ნა­ხუ­ლებ­ლად პე­ნი­ტენ­ცი­ურ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში არ უშ­ვე­ბენ. მისი თქმით, და­ე­ლო­დე­ბა და მა­ნამ­დე არ წავა, სა­ნამ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს არ ნა­ხავს. რო­გორც ექიმ­მა აღ­ნიშ­ნა, დღეს ყო­ფილ­მა პრე­ზი­დენ­ტმა არ მი­ი­ღო მე­დი­კა­მენ­ტე­ბი. "გუ­შინ არ შე­მიშ­ვეს, ახლა არ ვიცი მი­ზე­ზი რა იყო, რომ მო­ვე­დი, და­ახ­ლო­ე­ბით ერთი სა­ა­თია აქ ვარ, მი­თხრეს მო­ი­ცა­დეო, ახლა მი­თხრეს, რომ სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი შე­დის და შენ მერე შე­გიშ­ვებ­თო. ჩემი ინ­ტე­რე­სი იყო, რომ კონ­სი­ლი­უმს შევ­ხვედ­რო­დი და ერ­თად გვე­ნა­ხა ეს ყვე­ლა­ფე­რი. დღეს ნამ­დვი­ლად მინ­და, რომ ვნა­ხო პრე­ზი­დენ­ტი. აქე­დან არ წა­ვალ თუ არ ვნა­ხე პრე­ზი­დენ­ტი. ვიცი, რომ უფრო სუს­ტად არის. დღეს არ მი­ი­ღო მე­დი­კა­მენ­ტე­ბი, რო­გორც ვიცი ტე­ლე­ვი­ზი­ი­დან და ად­ვო­კა­ტე­ბის­გან. ძა­ლი­ან სა­ში­შია, რომ არ იღებს მე­დი­კა­მენ­ტებს, სამი მე­დი­კა­მენ­ტია, რო­მე­ლიც აუ­ცი­ლებ­ლად უნდა მი­ე­ღო დღეს“, - გა­ნა­ცხა­და პი­რად­მა ექიმ­მა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100