სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რუსეთში ფრინველის გრიპის ერთ-ერთი შტამის ადამიანზე გადაცემის პირველი შემთხვევა გამოვლინდა

რუსეთში ფრინველის გრიპის ერთ-ერთი შტამით, H5N8-ით ადამიანის დაავადების პირველი შემთხვევა გამოვლინდა, - ამის შესახებ BBC წერს.

ოფიციალური ცნობით, ფრინველის გრიპი ქვეყნის სამხრეთით, ერთ-ერთ ქარხანაში, 7 ადამიანს დაუდგინდა. არსებული ინფორმაციით, დაავადებულები თავს კარგად გრძნობენ და ისინი იზოლირებულად მკურნალობენ.

ფრინველის გრიპი ინფექციური ვირუსული დაავადებაა, რომელიც გავრცელებულია ფრინველთა შორის. თუმცა, იშვიათ შემთხვევებში, იგი ადამიანზეც ახდენს გავლენას. ფრინველის გრიპის მრავალი ტიპი არსებობს, რომელიც ზემოქმედებს ადამიანთა უმრავლესობაზე. უკანასკნელ წლებში, ორი სახის გრიპმა გამოიწვია დიდი შეშფოთება: H5N1 (1997 წლიდან) და H7N9 (2013 წლიდან).

მიუხედავად იმისა, რომ ვირუსი ადვილად არ აინფიცირებს ადამიანებს და როგორც წესი, არ არის გადამდები ადამიანიდან ადამიანზე, მსოფლიოში რამდენიმე უკვე დაავადდა და ზოგ შემთხვევაში, ეს გარდაცვალებითაც დასრულდა.

როგორც BBC წერს, H5N8 შტამის ადამიანზე გადაცემის შემთხვევა ამ დრომდე არ ყოფილა გამოვლენილი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100