ფრანგულ ყველში ლისტერიის ბაქტერიებია
პოპულარული ფრანგული სავაჭრო ქსელი Carrefour სასწრაფო წესით შეუდგა ქსელიდან ფრანგული ყველის ამოღებას. საქმე ის გახლავთ, რომ სპეციალისტების დასკვნის მიხედვით, რამდენიმე ფრანგული კომპანიის მიერ დამზადებულ პროდუქტში ლისტერიის ბაქტერიებია, რომლებიც დაავადება ლისტერიოზს იწვევენ. საუბარია ორი ფრანგული ფირმის - Livradois და Fromagerie du Pays Welsche პროდუქციაზე. ჯერჯერობით დაუდგენელია, იყიდება თუ არა ამ ორი ფირმის პროდუქცია თბილისის სუპერმარკეტებში.
რაც შეეხება ლისტერიოზს, ის ინფექციური დაავადებაა, რომელიც ადამიანის ორგანიზმში ლიმფურ ქსოვილებსა და ცენტრალურ ნერვულ სისტემას აზიანებს და ძირითადად, ღვიძლს აყენებს ზიანს. ლისტერიოზი ადამიანის ორგანიზმში ლისტერიის ბაქტერიის შემცველი ბოსტნეულით ან რძის ნაწარმით გადადის.
კომენტარი